მამხილებლის დაცვა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელოვანი გამოწვევა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 იანვარი 2014

ავტორი:ნინო ცუხიშვილი

მამხილებლის ინსტიტუტი (whistleblowing) საქართველოში შესაბამისად არ ფუნქციონირებს, რადგან   მამხილებლის დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში) არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურის მიერ მხილების განხორციელების შესაბამის პროცედურასა და მამხილებლის უფლებების სათანადო დაცვის გარანტიებს. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხილების მხოლოდ შიდა არხებით განხორციელების შესაძლებლობას, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს უზღუდავს  ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას საჯარო სამსახურის გარეთ შესაბამისი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მამხილებლის მიერ მის მიმართ განხორციელებული შემზღუდველი ქმედებების თაობაზე საჩივრის წარდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეები თავს არიდებენ საჯარო სამსახურში არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებას.

საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვა წარმოადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით. ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით[1] - შემუშავდა ღია მმართველობის გზამკვლევი.გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ღია მმართველობის გზამკვლევი მოიცავს საჯარო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს საჯარო მმართველობის ღიაობის გაუმჯობესების მიზნით. საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის საკითხი განხილულია არასამთავრობო ორგანიზაცია Wistleblowing International Network-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე.

სტატიის მიზანია მამხილებლის დაცვის გარანტიების  უზრუნველსაყოფად ღია მმართველობის გზამკვლევში წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა და საქართველოს მთავრობისათვის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მამხილებლის დაცვის ძირითადი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მიმართულებების განსაზღვრა.

პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • მამხილებლის დაცვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება საჯარო სამსახურში მამხილებლის ინსტიტუტის მნიშვნელობის თაობაზე;
  • მამხილებლისათვის დამოუკიდებელი და კონფიდენციალური საკონსულტაციო სამსახურის შექმნა;
  • მამხილებლის უფლებების დაცვის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შექმნა და მისი შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვა;
  • მამხილებლის დაცვის გარანტიების გავრცელება საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე პერსონალზე;
  • მამხილებლის ინსტიტუტის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ფონდის შექმნა.

/public/upload/pdf/Research/OGP - WB Protection.pdf

მამხილებლის დაცვა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელოვანი გამოწვევა

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=news&topic=486&lang=ka
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2014 წელი. ყველა უფლება დაცულია
მამხილებლის ინსტიტუტი (whistleblowing) საქართველოში შესაბამისად არ ფუნქციონირებს, რადგან მამხილებლის დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში) - არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურის მიერ მხილების განხორციელების შესაბამის პროცედურასა და მამხილებლის უფლებების სათანადო დაცვის გარანტიებს. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხილების მხოლოდ შიდა არხებით განხორციელების შესაძლებლობას, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს უზღუდავს ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას საჯარო სამსახურის გარეთ შესაბამისი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მამხილებლის მიერ მის მიმართ განხორციელებული შემზღუდველი ქმედებების თაობაზე საჩივრის წარდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეები თავს არიდებენ საჯარო სამსახურში არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებას. საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვა წარმოადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით. ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით - შემუშავდა ღია მმართველობის გზამკვლევი.გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ღია მმართველობის გზამკვლევი მოიცავს საჯარო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს საჯარო მმართველობის ღიაობის გაუმჯობესების მიზნით. საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის საკითხი განხილულია არასამთავრობო ორგანიზაცია Wistleblowing International Network-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე. სტატიის მიზანია მამხილებლის დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად ღია მმართველობის გზამკვლევში წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა და საქართველოს მთავრობისათვის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მამხილებლის დაცვის ძირითადი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მიმართულებების განსაზღვრა. პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: მამხილებლის დაცვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება საჯარო სამსახურში მამხილებლის ინსტიტუტის მნიშვნელობის თაობაზე; მამხილებლისათვის დამოუკიდებელი და კონფიდენციალური საკონსულტაციო სამსახურის შექმნა; მამხილებლის უფლებების დაცვის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შექმნა და მისი შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვა; მამხილებლის დაცვის გარანტიების გავრცელება საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე პერსონალზე; მამხილებლის ინსტიტუტის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ფონდის შექმნა. იხილეთ სრულად: მამხილებლის დაცვა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელოვანი გამოწვევა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024