საქართველომ მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონულ შეხვედრაში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 მაისი 2014

8-9 მაისს დუბლინში გაიმართა საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონულ შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ OGP-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. 8ევროპის რეგიონული შეხვედრა არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც წევრი ქვეყნები ერთმანეთს და საერთაშორისო აუდიტორიას უზიარებენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიღწეულ შედეგებს, შექმნილ გამოწვევებისა და სამომავლო გეგმებს. რეგიონულ შეხვედრას ესწრებიან სამთავრობო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

საქართველოს სახელით რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობენ იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც 8 მაისს მთავარ მომხსენელად წარსდგა პლენარულ სესიაზე. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით. მან სესიის მონაწილეებს გააცნო ელ-მმართველობი სწარმატებული პროექტები, ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში გამართული საჯარო კონსულტაციებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შესახებ და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

 

რეგიონული შეხვედრის მეორე დღეს, 9 მაისს, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მან ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმაზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს წარმატებები გააცნო. 

 

ამავე დღეს ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი რუსუდან მიხელიძე ღია მონაცემების შესახებ სესიის ფარგლებში სიტყვით წარსდგა და ისაუბრა საქართველოს წარმატებაზე ელექტრონული მმართველობისა და ღია მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში. მოგვიანებით, რუსუდან მიხელიძე ისევ წარსდგა მონაწილეების წინაშე და საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, გეგმის შემუშავების პროცესსა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024