OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნები და საქართველო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივლისი 2014

SummitLogo1

 

ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი შედგება მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ OGP-ის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და გრძელვადიან მდგრად განვითარებას. წელს პირველად, 2011 წლის შემდეგ, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტი არჩევნების გზით დაკომპლექტდება. 11 სახელმწიფოს შორის, რომელიც იბრძვის მმართველი კომიტეტის წევრობისთვის, ერთ-ერთია საქართველო.

 

რა არის მმართველი კომიტეტი და როგორ კომპლექტდებოდა 2014 წლამდე?

 

Untitled

 

9 ქვეყნისგან შემდგარი (მექსიკა, ინდონეზია, ფილიპინები, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ბრაზილია და ტანზანია) მმართველი კომიტეტის მთავარი ფუნქცია არის „განავითაროს, ხელი შეუწყოს და დაიცვას ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებები, პრინციპები და ინტერესები. ადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითად იდეას, პოლიტიკასა და წესებს; ამასთანავე, ზედამხედველობს OGP-ის ფუნქციონირებას“. ხელმძღვანელობა შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა (წევრი სახელმწიფოების მთავრობები) და ორი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისგან. თავმჯდომარეები, 2014 წლამდე მმართველი კომიტეტის წევრების მიერ აირჩეოდნენ და ხდებოდა მათი როტაცია რეგიონული ჯგუფების მიხედვით. როგორც წესი, მმართველი კომიტეტის წევრები სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორიდან სამი წლით აირჩევიან, თითოეულ მათგანს აქვს უფლება კიდევ ერთხელ იყაროს წევრობაზე კენჭი. კომიტეტის ხელმძღვანელები როტაცია ყოველწლიურად ხდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მმართველი კომიტეტის წევრების არჩევისას აუცილებლად გათვალისწინებულია რეგიონული ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 1 და მაქსიმუმ 2 ადამიანით უნდა იყოს წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკა, მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 წარმომადგენლით – ლათინური ამერიკის ყველა რეგიონი, აფრიკა, ევროპა და აზია/წყნარი ოკეანის კუნძულები.

მმართველი თავმჯდომარის ვალდებულებაში შედის პოსტზე ყოფნის პერიოდში ჩამოაყალიბოს დროებითი სამდივნო, რომელიც ითანამშრომლებს OGP-ის ადმინისტრაციასთან (დამხმარე ჯგუფი) და განახორციელებს OGP-ის სტრატეგიას, უმასპინძლებს მმართველი კომიტეტის შეხვედრებს და ორგანიზებას გაუწევს ყოველწლიურ OGP-ის კონფერენციებს.

მმართველი კომიტეტის დამფუძნებელი თანა-თავმჯდომარეები იყვნენ აშშ და ბრაზილია. 2012 წელს გაერთიანებული სამეფო გახდა თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგინა უორენ კრაფჩიკმა (Warren Krafchik) საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობიდან (International Budget Partnership) . როტაციის შემდეგ, თავმჯდომარის ადგილი გაერთიანებულმა სამეფომ დაიკავა, მოადგილე კი ინდონეზია გახდა. რაკეშ რაჯანი (Rakesh Rajani) Twaweza-დან 2013 წლის აპრილში გახდა სამოქალაქო საზოგადოების მეორე წარმომადგენელი მმართველ კომიტეტში. 2013 წლის ნოემბერში ინდონეზიამ დაიკავა მმართველი თავმჯდომარის პოსტი, მექსიკა კი გახდა – თავმჯდომარის მოადგილე.

 

brazil.usa

 

მმართველი კომიტეტის დაქვემდებარებაშია სამი ქვე-კომიტეტი. ქვე-კომიტეტების მოვალეობაში შედის წინასწარი სამუშაოების ჩატარება, რათა გააცნონ მმართველი კომიტეტის ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები. ქვე-კომიტეტები მმართველ კომიტეტს აწვდიან რეკომენდაციებს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. საჭიროების მიხედვით, მმართველ კომიტეტს შეუძლია დამატებითი ქვე-კომიტეტების ჩამოყალიბება. თითოეული ქვე-კომიტეტი შედგება მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან.

არჩევნები
2014 წელს, პირველად OGP-ის ისტორიაში, მმართველი კომიტეტი დაკომპლექტდება არჩევნების გზით. იქიდან გამომდინარე, რომ OGP-ის წევრი ქვეყნების რაოდენობა დამფუძნებელი 8-დან 64-მდე გაიზარდა, აუცილებელი გახდა OGP-ის მართვის სადავეები უფრო ფართო ჯგუფს გადასცემოდა. 2014 წლიდან, ყოველწლიური არჩევნები უზრუნველყოფს მმართველი კომიტეტის რეგულარულ როტაციას.

2014 წლის არჩევნებზე 8 ადგილის მოსაპოვებლად 11 კანდიდატი იბრძვის; ამასთან, ყველა ამჟამინდელ წევრს უფლება აქვს ხელმეორედ იყაროს კენჭი (5 სახელმწიფო ხელმეორედ იღებს მონაწილეობას); გარდა ამისა, ამჟამინდელი მმართველი კომიტეტის სამ წევრს არ დასჭირდება არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ისინი იკავებენ ახლანდელი ან მომავალი თანა-თავმჯდომარეების პოზიციებს. მმართველი კომიტეტის კენჭს იყრიან შემდეგი სახელმწიფოები:

• სიერა ლეონე (განაცხადის მეორე ნაწილი)
• ტანზანია
• ბრაზილია
• კანადა
• ჰონდურასი
• აშშ
• საქართველო
• ფილიპინები
• ხორვატია
• საფრანგეთი
• გაერთიანებული სამეფო
ჩამოთვლილთაგან, პირველად იყრიან კენჭს სიერა ლეონე, კანადა, ჰონდურასი, საქართველო, ხორვატია და საფრანგეთი.

ხმის მიცემის პროცესი 1 ივლისს დაიწყო და დასრულდება 30 ივლისს, კენჭისყრის შედეგები კი 4 აგვისტოს გახდება ცნობილი. პარალელურად მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მმართველ კომიტეტში არჩევის პროცესი, თუმცა ეს პროცესი თვით-ნომინაციით და შერჩევის კომიტეტის სისტემით ხდება. 5 თავისუფალი ადგილის დასაკავებლად 37 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის 6 ხელახლა იყრის კენჭს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩამონათვალი და მათი რეზიუმეები იხილეთ შემდეგბმულზე.

 

საქართველო

 

DSCN9332

 

OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ნაჩვენები პროგრესის გათვალისწინებით, საქართველოს მნიშვნელოვანი შანსები აქვს მიმდინარე არჩევნებში. განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაშიგაწერილი ამბიციური მიზნები და პროექტები, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღება, მოქალაქის პორტალი – ichange.ge, ღია მონაცემების პორტალი და ელექტრონული არქივები. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესია ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ავალდებულებს საჯარო უწყებებს პროაქტიულ რეჟიმში გამოაქვეყნონ ის ინფორმაცია, რომელიც პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხაში შედის. საქართველოს მიერ უკვე განხორციელებულმა ამბიციურმა პროექტმა, იუსტიციის სახლის სახით, ჩვენს ქვეყანას მოუპოვა გაეროს ჯილდო; გარდა ამისა, საქართველო გახდა ლონდონის 2013 წლის სამიტზე გამორჩეულ მიღწევათა (Bright Spot) განყოფილების ფინალისტი. ზოგადად, 2013 წელი იყო მნიშვნელოვანი სიახლეებისა და გარდაქმნების წელი ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, 2013 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნა OGP ფორუმი, რომელიც შედგება სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ფორუმი არის საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით საქართველოს საქმიანობაზე მსჯელობს, ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან საკითხის ირგვლივ ცნობიერების ამაღლების მიზნით. სწორედ ფორუმზე მოხდა 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა და მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბება.

საქართველოს მთავრობამ მზაობა გამოთქვა გამოყოს ფინანსური და ადამიანური რესურსები მმართველ კომიტეტში საქართველოს მონაწილეობის მხარდასაჭერად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024