ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგი შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 აპრილი 2014

Minitry of Justice, IDFI2014 წლის 14 აპრილს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ანტი-კორუფციული საბჭოს მორიგი შეხვედრა (იხილეთ დღის წესრიგი) შეხვედრას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში და საქართველოს მთავრობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტის განხილვას.

შეხვედრა რამდენიმე ნაწილად გაიმართა. პირველ ნაწილში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა-თავმჯდომომარემ, რუსუდან მიხელიძემ წარადგინა 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია და ის ვალდებულებები, რაც უკვე აიღეს საჯარო დაწესებულებებმა. მან ასევე ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მიმდინარეობაზე. პირველი ნაწილი დისკუსიით დასრულდა.

სხდომის მეორე ნაწილი დაეთმო საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობის პროცესს. ამ საკითხზე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის ეროვნულმა კოორდინატომა ქეთევან ცანავამ და ფორუმის თანა-თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს საჯარო კონსულტაციების დროს ჩატარებული შეხვდრების შესახებ და წარადგინეს ის რეკომენდაციების პაკეტი, რაც ამ შეხვედრების შედეგად შედგა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივებზე, ღია მონაცემების პორტალსა ელექტრონულ არქივზე; ხოლო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, გვანცა მეუნარგიამ წარადგინა პრეზენტაცია ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.

Ministry of Justice, IDFI

სხდომის მომდევნო ნაწილში რუსუდან მიხელიძემ, საბჭოს მდივანმა წარადგინა ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; ანტიკორუფციული მიმართულების კოორდინატორმა, ნატალია ბარათაშვილმა ისაუბრა ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ისაუბრა კორუფციის პრევენციის საკითხზე თავდაცვის სფეროში და ნატოს ‘კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაზე’. შეხვედრის ეს ნაწილი დასრულდა დისკუსიით. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ისაუბრა საჯარო სამსახურის რეფორმაზე, რასაც მოჰყვა დისკუსია.

დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ საბოლოო რეკომენდაციები სამოქმედო გეგმით გასათვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ.

სხდომა დასრულდა საერთაშორისო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიზნით Ad Hoc სამუშაო ჯგუფის შექმნით (IDFI აირჩიეს პირველი სამუშაო ჯგუფის მომხსენებლად – ‘ღიაობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სამოქალაქო ჩართულობა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში) და სამომავლო გეგმების გაცნობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024