საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიშები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 დეკემბერი 2013

ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს  პარლამენტს, პრემიერ მინისტრს და  ასევე გამოაქვეყნოს "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე.

საჯარო ინფორმაციის ანგარიშის წარდგენა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასების და კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

სამწუხაროდ საქართველოში 10 დეკემბრის ანგარიშის წარდგენის დღემდე არსებული პრაქტიკა უარყოფითია. საჯარო დაწესებულებების მიერ მომზადებული ანგარიშები უმეტესწილად არ შეესაბამება სზაკ - ის მოთხოვნებს და შესაბამისად ნაკლებად ასახავს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.

IDFI -ის მიერ 2012 წელს განხორციელებულმა კვლევამ გამოავლინა სერიოზული ხარვეზები, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები 10 დეკემბრის ანგარიშის წარდგენისას უშვებენ. საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ანგარიშს არასრულყოფილი სახით წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოებს. ხშირად ანგარიშების წარდგენა ვადის დარღვევით ხდება, ხოლო ზოგიერთი საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშის წარდგენას აუცილებელ ვალდებულებად არ განიხილავს.

პრობლემის გადაწყვეტის მიზნით  IDFI  რეკომენდაციის სახით საჯარო დაწესებულებებს სთავაზობს დამტკიცონ 10 დეკემბრის ანგარიშის სტანდარტიზებული ფორმა.

იხილეთ IDFI -ს მიერ მომზადებული 10 დეკემბრის ანგარიშის  ფორმის ნიმუში, სადაც სზაკის 49-ე მუხლის უკლებლივ ყველა პუნქტია გათვალისწინებული.

10 დეკემბრის ანგარიშში სზაკის 49-2 მუხლით გათვალისწინებული 7 პუნქტის მიხედვით, უნდა აისახოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების რიცხვი, მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა, იმ პირის ვინაობა ვინც აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს, ინფორმაცია იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომლითაც დაწესებულება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს, ასევე მონაცემები ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, უარის გასაჩივრების ხარჯებისა და სასამართლო სახდელების შესახებ.

 

ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმეტესობა ნაკლებად ითვალისწინებს სზაკ-ის 49-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს 10 დეკემბრის ანგარიშის შედგენისას. 2009-2011 წლის ანგარიშების შედარებამ აჩვენა რომ წლიდან წლამდე ძირითადად მხოლოდ მოთხოვნილი ინფორმაციის რაოდენობრივი მონაცემები იცვლება და არ ხდება არსებული ხარვეზების გამოსწორება. შეიძლება ითქვას რომ თითოეულ დაწესებულებას ანგარიშების შედგენის საკუთარი სტანდარტი აქვს.

ერთი საჯარო უწყების მიერ სამივე წელს წარდგენილი ანგარიში ერთმანეთის მსგავსია. შერჩეულია გარკვეული პუნქტები რომლებზეც სტანდარტული პასუხებია გაცემული. სზაკის 49-ე პუნქტით გათვალისწინებული 7 პუნქტიდან მხოლოდ ორი პუნქტია ისეთი, რომელზეც ინსტიტუტის მიერ შესწავლილ ყველა ანგარიშშია მოცემული ინფორმაცია - საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების რაოდენობა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნის შეტანის საკითხი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და არ ხდება ზემდგომი დაწესებულებებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება.

სამწუხაროდ მაკონტროლებელი ორგანოებიც ნაკლები სერიოზულობით ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რადგან არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არც პარლამენტი არ ახდენს შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევით შედგენილ ანგარიშებზე, არ ხდება მათი შესწავლა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

IDFI მიიჩნევს, რომ გამოსავალი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ სტანდარტული ფორმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა შეიძლება იყოს.

გამოსავალი კი საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ ამგავარი ფორმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემა შეიძლება იყოს.

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=news&topic=274
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია

ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ 2013 წლის 10 დეკემბრის ანგარიშები საჯარო დაწესებულებების მიერ წინა წლებში წარდგენილ  საჯარო ინფორმაციის  გაცემის ანაგრიშებზე სრულყოფილი იქნება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024