IDFI ეხმაურება ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტს

სიახლეები | განცხადებები 28 თებერვალი 2013

25 თებერვალს ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა სიუჟეტი სახელწოდებით “ყოველთვიური პრემიები”, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: "არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი-ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა." თავად სიუჟეტს ჰედლაინად გასდევდა შემდეგი წარწერა: "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ".

გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ინსტიტუტმა ინფორმაცია მიიღო და გამოაქვეყნა მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ჭაკუაზე. რაც შეეხება სიუჟეტში ჩამოთვლილ სხვა პირებს, მათ შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს მიერ მომზადებული იქნა შესაბამისი სტატია: "წამებაში ეჭვმიტანილ პირთა პრემიები" აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განმარტებული იქნა IDFI-ის თავჯდომარის მიერ მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ისევე როგორც თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ინტერვიუში. სამწუხაროდ მე-9 არხმა ჩვენი განმარტება სიუჟეტში სრულყოფილად არ ასახა. 

შესაბამისად, ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ მომზადებული სტატიის შინაარს. ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს ტელეკომპანია მე-9 არხს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარ ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით შეცდომაში არ შეიყვანონ საკუთარი მაყურებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024