საქართველო ნომინირებულია საუკეთესო მიღწევათა საპრიზო ნომინაციაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ნოემბერი 2013
31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ლონდონში იმართება „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" (OGP) ყოველწლიური სამიტი.
 
ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარ ქვეყნებში ბოლო დროს ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და  ანგარიშვალდებულებისთვის განხორციელებული მიღწევები.
 
სამიტის ფინალურ ეტაპზე გამოცხადდება  გამარჯვებული ქვეყანა, რომელიც მიიღებს გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოს (Bright Spots Prize). ამ ნომინაციის მოსაპოვებლად შვიდ ქვეყანასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა, 2013 წლის 16 ოქტომბერს საქართველოც წარადგინა.
 
საქართველო კონკურსში წარდგენილია საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კანონმდებლობის მიღების გამო. აღნიშნული კანონმდებლობის შემუშავება საქართველოში ინიცირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  
 
სამიტზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ქართულ სტანდარტსა და მისი შემუშავების პროცესზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა  გიორგი კლდიაშვილმა.
 
მიმდინარეობს კონკურსანტის გამოვლენა ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით. ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 1 ნოემბერს, საღამოს 8 საათამდე.
 
კონკურსის სხვა მონაწილე ქვეყნებია: ჩილე, ინდონეზია, ესტონეთი, მონტენეგრო, ფილიპინები და რუმინეთი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024