შვედეთის იუსტიციის სამინისტრო: ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონპროექტი საფრთხეს უქმნის გამჭვირვალობას

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 მარტი 2013

 

2013 წლის 13 მარტს ვებ-გვერდმა www.euobserver.com გამოაქვეყნა სტატია ევროკავშირში განხილვის პროცესში მყოფი მონაცემების დაცვის კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტმა, რომლის მიხედვით საჯარო მონაცემებზე წვდომის უფლება მკაცრდება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შვედეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, დაარღვიოს დელიკატური ბალანსი გამჭვირვალობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის.


შვედეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება მათი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომელზეც დაყრდნობილია შვედეთის კონსტიტუცია -- გამჭვირვალობას." აუცილებელია, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივ საქმეთა საჯარო ზედამხედველობა" -- აღნიშნა შვედეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დევიდ  ტორნგრენმა. ის მიიჩნევს, რომ რეგულაციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მონაცემებზე წვდომის საკუთარი, ეროვნული კანონი შეინარჩუნონ.


ტონგრენის შეშფოთებას იწვევს ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის ბუნდოვანი ერთ-ხაზიანი აღწერა, რომელიც მხოლოდ  აღნიშნავს, რომ "გათვალისწინებულია ოფიციალური დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობის პრინციპი".


შვედი სოციალისტი ევროპარლამენტარი ანნა ჰედი ამბობს, რომ ეს წინადადება უფრო გაართულებს საჯარო დოკუმენტებზე წვდომას ევროკავშირის დონეზე გამკაცრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გამო.


ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია საკმაოდ კომპლექსური კანონპროექტია. ჯერ მხოლოდ ევროპარლამენტმა მასში 3,200-მდე შესწორება შეიტანა. პროექტის მიზანია, ყურადღებით გადაიხედოს 1995 წლის მონაცემთა დაცვის დირექტივა, რათა შემუშავებულ იქნეს ერთიანი მონაცემთა დაცვის კანონი წევრი ქვეყნების მასშტაბით. "უფლება, იყო დავიწყებული" და "ინფორმირებული თანხმობა" 2 -- ეს ორი, სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად, მიზნად ისახავს მოქალაქეთა პირადი სივრცის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებების გაძლიერებას.
ვენაში დაფუძნებული "ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს" მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და დოკუმენტებზე წვდომას შორის და ეს ბალანსი მკაფიოდ უნდა იყოს ასახული რეგულაციაში.

 
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს პოზიციას იკავებს და უკვე დაამატა ერთი ხაზი კანონპროექტს, რომელიც საჯარო ხელმძღვანელ პირებს აძლევს უფლებას, გაასაჯაროონ პირადი მონაცემები წევრი ქვეყნების კანონების შესაბამისად.


როგორც გერმანიის მწვანეთა პარტიის ევრო პარლამენტარმა იან ალბრეხტმა განუცხადა EUobserver-ს, ის ეთანხმება იდეას, რომლის მიხედვითაც აუცილებელია ტექსტში არსებული ბუნდოვანი ნაწილების გადახედვა, რათა ცხადი გახდეს, რომ მონაცემებზე წვდომა არის მოქალაქეთა უფლება და ის არ იქნება დაჩრდილული მონაცემთა დაცვის რეგულაციით. მისი მტკიცებით, სამართლებრივი გართულებები, რაც ამ პროექტს მოჰყვა გამოწვეულია რეგულაციის მცდელობით, მოახდინოს ურთიერთსაწინააღმდეგო ფუნდამენტური უფლებების ჰარმონიზაცია.


თავის მხრივ კომისია ირწმუნება, რომ რეგულაცია ხელს არ შეუშლის მონაცემებზე საჯარო წვდომას და რომ ისინი მზად არიან განიხილონ ნებისმიერი გადაუჭრელი საკითხი შვედეთის იუსტიციის მინისტრთან ბეატრის ასკთან ერთად. ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა ვივიან რედინგმა გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს მუშაობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე. 

 

 

[1]მოქალაქეს აქვს უფლება სერვისის პროვაიდერს მოსთხოვოს, წაშალოს მისი პირადი მონაცემები, რომლებიც თავის დროზე მისივე თანხობით იქნა განთავსებული საჯაროდ ხელმისაწვდომ სივრცეში. (IDFI)

[2]ფრაზა, რომელიც გამოხატავს, რომ მოქალაქის მიერ მიცემული თანხმობა გარკვეულ მინიმალურ სტანდარტებს შეესაბამება. ინფორმირებული თანხმობის მიცემის წინაპირობაა მოქალაქის მიერ ფაქტების, მოსალოდნელი შედეგებისა და მნიშვნელობის გაგება. (IDFI)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024