IDFI ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს

სიახლეები 11 სექტემბერი 2013

12 სექტემბერს,(ხუთშაბათს) 11 საათზე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს დაასახელებს. 

 

დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს  ფარგლებში მოხდა. საჯარო დაწესებულებების   დაჯილდოების ცერემონიალი უკვე მეორე წელია ხორციელდება, პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგები წარმოდგენილია 2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით.  

 

ღონისძიებას გახსნიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

მოწვეული საზოგადოება დეტალურად გაეცნობა პროექტის შედეგებს,  განიხილება  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდეგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციები შედარებითი ანალიზის საფუძველზე.  ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს წინადადებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმებს გაუმჯობესებასთან მიმართებაში.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტს "www.opendata.ge“ 2010 წლიდან ახორციელებს, ონლაინ რესურს ბაზა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს საქართველოში, აწარმოონ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი. www.opendata.ge-ზე პერმანენტულად ქვეყნდება საჯარო დაწესებულებებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024