განთავისუფლებული თანამშრომლები გენდერულ ჭრილში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 ოქტომბერი 2013

IDFI  კვლავ აგრძელებს შემოთავაზებული კვლევის  “საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში “  კონკრეტული თავების განცალკევებით გამოქვეყნებას. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება განთავისუფლებული  თანამშრომლების შესახებ მონაცემები გენდერულ ჭრილში.

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად მოწოდებული იქნა 166 საჯარო დაწესებულების მიერ.  მიღებული მონაცემებით ამ პერიოდის განმავლობაში სულ განთავისუფლებულია 21 506 საჯარო და სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა 2969 პირი. (ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა სიმრავლე  განაპირობა  იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან შესაძლებელია მოწოდებულია არა უშუალოდ ზემოთ მოყვანილი მიზეზების შედეგად  დაწესებულებიდან განთავისუფლებული  თანამშრომლების შესახებ მონაცემები, არამედ შიდა როტაციის ან რეორგანიზაციის შედეგად სხვადასხვა პოზიციებზე გადანაწილებული თანამშრომლების მონაცემებიც.) განთავისუფლებული თანამშრომლებიდან ხელმძღვანელობის ინიციატივით  განთავისუფლებულია 9797, ხოლო საკუთარი განცხადების საფუძველზე – 11 709 თანამშრომელი.

gantavisuf1

ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლება 1191 შემთხვევაში განხორციელდა ხელმძღვანელობის ინიციატივით, ხოლო 1778 შემთხვევაში საკუთარი  განცხადების საფუძველზე.

gantavisuf2

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  ყველაზე მეტი თანამშრომელი განთავისუფლებულია  სამინისტროების ცენტრალური და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან – 8219 საჯარო მოსამსახურე. სამინისტროების ცენტრალური და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან განთავისუფლებულთა დიდი რაოდენობა ძირითადად განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან განთავისუფლებულ თანამშრომელთა სიმრავლით – 6 915 საჯარო მოსამსახურე. განთავისუფლებულ თანამშრომელთა სიმრავლით რიგით მეორეა საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები – 5125 საჯარო მოსამსახურე. 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე საქართველოს გაერთიანებული შტაბიდან (შეიარაღებული ძალები) განთავისუფლებულია 4 669 სამხედრო მოსამსახურე.  რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, აღნიშნულ პერიოდში განთავისუფლებული იქნა 2436 საჯარო მოსამსახურე. საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებებიდან განთავისუფლებულია 1057 საჯარო მოსამსახურე.

gantavisuf3

 

 

  • განთავისუფლებული თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე განთავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობას წარმოადგენენ მამაკაცები  – 17 905 , ხოლო განთავისუფლებულ  თანამშრომელ ქალთა რაოდენობამ შეადგინა 3 601. განთავისუფლებულ თანამშრომელთა შორის მამაკაცთა დომინირება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ თანამშრომელთა 67% განთავისუფლებულია ძალოვანი სტრუქტურებიდან სადაც უმეტესად მსახურობენ მამაკაცები.

gantavisuf5

gantavisuf6

რაც შეეხება ხელმძღვანელი პოზიციებიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებს, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლით არიან წარმოდგენილი მამაკაცები. ხელმძღვანელი პოზიციებიდან განთავისუფლებულია 2542 მამაკაცი და 427 ქალი.

gantavisuf7

ხელმძღვანელი პოზიციებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (89,7%) მამაკაცი განთავისუფლებულია ადგილობრივი თვითმმართველობებიდან (მერია, გამგეობა). განთავისუფლებული თანამშრომელი ქალების ყველაზე მაღალი პროცენტი (37,4%) ფიქსირდება არა ძალოვან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში, ხოლო ხელმძღვანელი პოზიციებიდან განთავისუფლებული ქალების ყველაზე მაღალი პროცენტი (30,4%) ფიქსირდება არა ძალოვან სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში.

gantavisuf8

 

 

  • ხელმძღვანელობის ინიციატივით განთავისუფლებული თანამშრომლების სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან ხელმძღვანელობის ინიციატივით განთავისუფლებულია 8443  თანამშრომელი მამაკაცი და 1354 თანამშრომელი ქალი. ამათგან  ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა 1025  მამაკაცი და 166 ქალი.

gantavisuf9gantavisuf10

 

 

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე  საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე  განთავისუფლებულია 9462  თანამშრომელი მამაკაცი და 2247 თანამშრომელი ქალი,რომელთაგან  ხელმძღვანელ პოზიციებს  1517  მამაკაცი და 261 ქალი იკავებდა.

gantavisuf11

ხელმძღვანელი პოზიციებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (90,7%) მამაკაცი განთავისუფლებულია ადგილობრივი თვითმმართველობებიდან (მერია, გამგეობა). განთავისუფლებული თანამშრომელი ქალების ყველაზე მაღალი პროცენტი (40,5%) ფიქსირდება არა ძალოვან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში, ხოლო ხელმძღვანელი პოზიციებიდან განთავისუფლებული ქალების ყველაზე მაღალი პროცენტი (28,3%) ფიქსირდება არა ძალოვანი სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში.

gantavisuf12

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024