მორიგი საჯარო დისკუსია - რეკომენდაციები ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ“ გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 აგვისტო 2013

2013 წლის 29 აგვისტოს ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით  მორიგი საჯარო დისკუსია სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გამართა.

 

საჯარო დისკუსიაზე წარმოდგენილ იქნა USAID “G-3“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კოალიციური პროექტის კონსორციუმის წევრების მიერ მომზადებული რეკომენდაციების პრეზენტაცია: ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ.“

 

აღნიული რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI), ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ (TI-G) და  დამოუკიდებელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. 

 

რეკომენდაციების შემუშავების მიზანია საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო სტანდარტების სრულყოფა. სარეკომენდაციო პაკეტში განსაზღვრულია სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნა, რომლის ფუნქციებში გაწერილი  იქნება როგორც საზედამხედვლო და საჯარიმო უფლებამოსილებები, ისე საგანმანათლებლო მიზნები. 

 

დისკუსიის მონაწილეებმა სიღმისეულად იმსჯელეს საჯარო ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობის, კომეტერნციებისა და საქმიანობის ხელმისაწვდომობის პირობებზე. ასევე, დისკუსიის საგანი გახდა, თუ რას გულისხმობს საჯარო დაწესებულების ცნება, ინფორმაციის გაცემის პირობებზე, დროსა და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებებზე, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ღიაობის ღირებულებებსა და პრიცნიპებს.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც თანხმდებიან რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, კონკრეტულად ინფორმაციის თავისუფლების კანონის შექმინის ხელშეწყობის მიზნით.

 

საჯარო დისკუსიები მიმდინარეობს ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI)  და  USAID-ის „G-3“  პროგრამის  ,,კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში“ კოალიციური პროექტის ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024