თვითშეფასების ანგარიშები და დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 10 დეკემბერი 2013

special_reportღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყანათა ნაწილმა წარადგინა თვითშეფასების ანგარიშები ინიციატივაში მონაწილეობასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ოცდათორმეტმა ქვეყანამ უკვე გამოაქვეყნა ანგარიში,  მათი უმეტესობა არის ინგლისურ ენაზე და ზოგი, კერძოდ კი კოლუმბიის, დომენიკის რესპუბლიკის, საბერძნეთის, გვატემალის, ინდონეზიის, ისრაელისა და პარაგვაის ანგარიშები ხელმისაწვდომია ამ ქვეყნების სახელმწიფო ენაზეც.

თვითშეფასების ანგარიშები OGP-ს მონაწილე ქვეყნების მიერ თორმეტთვიანი იმპლემენტაციის ციკლის ბოლოს ყოველწლიურად ქვეყნდება. ისინი აფასებენ მთავრობების  ძალისხევასა და  წარმატებებს ღია მმართველობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან მიმართებაში. OGP-ს რვა დამაარსებელი ქვეყნისათვის ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადა 2013 წლის 31 მარტი იყო. თუმცა ქვეყნების უმეტესობა,  მათ შორის  საქართველო, ინიციატივას შეუერთდა უფრო მოგვიანებით, კერძოდ 2012 წლის აპრილში, ამიტომაც მათთვის საბოლოო ვადა ანგარიშის წარდგენისთვის განსაზღვრული იყო 2013 წლის 30 სექტემბერი. აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ ნაწილმა წარადგინა თვითშეფასების ანგარიში თუმცა  საქართველოს არ წარუდგენია ანგარიში.

ქვეყნები, რომლებმაც ამ მომენტისთვის წარადგინეს ანგარიში, არიან: ალბანეთი, სომხეთი, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, დომენიკის რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ესტონეთი, საბერძნეთი, გვატემალა, ინდონეზია, ისრაელი, იტალია, იორდანია, კენია, ლატვია, მაკედონია, მექსიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პარაგვაი, პერუ, რუმინეთი, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.

თვითშეფასების პროცესი მთავრობებს აძლევს კარგ შესაძლებლობებს გადახედონ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან მიმართებაში წარმოშობილ პრობლემებს, გაითვალისწინონ ზოგადად საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მიღებული შენიშვნები და შედეგად გააუმჯობესონ და დაგეგმონ შემდგომი ნაბიჯები მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით.

ანგარიშები დეტალურად აანალიზებენ ქვეყნების ინიციატივაში მონაწილეების ძირითად ასპექტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი თანაბარ ყურადღებას უთმობენ სამოქმედო გეგმების შექმნის პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირს და ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც სამომავლოდ გაუმჯობესებისთვის უნდა გადაიდგას. ბევრი მათგანი ასევე აკეთებს OGP-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების ანალიზს და აღნიშნავს, თუ რამდენად მოხდა მათი შესრულება სამოქმედო გეგმის ერთწლიანი იმპლემენტაციის პერიოდში. მაგალითად, შეერთებული შტატების ანგარიშის მიხედვით, 26-დან 24 ვალდებულება შესრულდა. გაერთიანებული სამეფო იტყობინება, რომ მან მიაღწია 14-ს 36 დასახული მიზნიდან. ფილიპინების ანგარიშის მიხედვით შესრულდა 7 აღებული 19 ვალდებულებიდან.

ზოგიერთი ანგარიში ასევე აანალიზებს სამოქმედო გეგმებს და მათ ძირითად პრობლემებს. ასე მაგალითად გაერთიანებული სამეფოს ანგარიშში აღნიშნული ორი ძირითადი პრობლემური საკითხი, რომელიც გამოიკვეთა მათ სამოქმედო გეგმაში: გეგმა ზედმეტ ყურადღებას უთმობდა ინფორმაციის ღიაობას და მთავრობა არ იყო იმდენად ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში, რამდენადაც ეს იყო სასურველი მათი მხრიდან. მეორეს მხრივ, ანგარიშების უმეტესობა აღნიშნავს, რომ საზოგადოების რეაქცია სამოქმედო გეგმებზე უმეტეს შემთხვევაში იყო პოზიტიური და მათ ენთუზიაზმით შეხვდნენ.

თვითშეფასების ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ანგარიშები OGP-ს დამაარსებელი რვა ქვეყნის შესახებ: შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები, ნორვეგია, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა.

IRM არის ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს დაწერონ და გამოაქვეყნონ ყოველწლიური ანგარიშები ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მიერ სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ. IRM მხოლოდ ამ წელს შეიქმნა ე.წ. მეორე კოჰორტის ქვეყნებისათვის (ანუ ქვეყნები, რომლებიც OGP-ს შეუერთდნენ 2012 წლის აპრილში) ანგარიშების მიღების საბოლოო ვადა იყო დანიშნული 2013 წლის 30 სექტემბერს, და ისინი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ OGP-ს მთავარ გვერდზე.

"ღია მმართველობის პარტნიორობის - საქართველოს" ბლოგის სანახავად მიყევით ბმულს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024