კომისიონერი და საჯარო ინფორმაციის ღიაობა - მსოფლიო პრაქტიკის მიმოხილვა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 6 მარტი 2013

ავტორი: კონსტანტინე ჯანჯღავა

 

გლობალურ ჭრილში ინფორმაციის თავისუფლების სფეროს რეგულირების საკითხთან მიმართებაში, წინა პლანზე იწევს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს - ინფორმაციის კომისიონერის ზოგადი ფუნქცია-მოვალეობების და ინსტიტუციონალური ასპექტების განხილვის საჭიროება. სწორედაც, ამ საკითხს ეხება თავისი არსით წინამდებარე კვლევა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, შევეცდებით მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა როლს თამაშობს ინფორმაციის კომისიონერი საჯარო ინფორმაციის ღიაობის კონტექსტში. 

აღნიშნული შესაძლებელია საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფოს ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკისთვისაც, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინფორმაციის კომისიონერის ინსტიტუტს. არსებითად ომბუდსმენის თვისებების მატარებელი ამ ორგანოს ფუნქციათა  განსაზღვრა, შესაძლებელია პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებდეს პოტენციურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას. საჯარო ინფორმაციის ღიაობის პოლიტიკის გაუმჯობესება, საჯარო დაწესებულებათა კონტროლის გაძლიერება, საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მეტი დაცულობა - ეს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ იმ სიკეთეთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში საჯარო ინფორმაციის კომისიონერის აპარატის შემოღებით თუ არა, მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ ამ ორგანოს ფუნქციური ელემენტების გადმოღებით არის მეტ-ნაკლებად მიღწევადი. 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024