IDFI კვლავ ასაჩივრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იგნორირებულ მოთხოვნებს

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 15 მარტი 2013
IDFI-ის პრაქტიკაში გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. 2011 -2012 წლებში IDFI-მ ორჯერ გაასაჩივრა უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები. როგორც ჩანს, მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების ტენდენცია 2013 წელსაც გრძელდება, რის გასაჩივრებასაც IDFI აგრძელებს. 
 
2013 წლის 11 თებერვალს IDFI-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა შემდეგ საკითხებზე:
 
  • შტატში და შტატგარეშე მომუშავე პირთა რაოდენობა
  • ინფორმაცია განთავისუფლებულ თანამშრომლების შესახებ
  • ინფორმაცია ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების შესახებ
  • ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაცემული პრემიების შესახებ
  • პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით
  • ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ჩამონათვალი და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები
  • ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

იხილეთ 2013 წლის 11 თებერვალს ჩაბარებული წერილი

 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა (ასეთ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს), პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი წერილის გაგზავნიდან ერთი თვის შემდეგაც არ მიგვიღია.
 
ამის საფუძველზე 2013 წლის 13 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა ადმინისტრაციული საჩივარი.  
 
 
IDFI-ის პრაქტიკაში არის კიდევ ორი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა. პირველი შემთხვევა ეხება 2011 წლის 24 აგვისტოს წერილს, ხოლო მეორე - 2012 წლის 2 აგვისტოს წერილს.
 
საინტერესოა ის გარემოება, რომ ორივე შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოში  დანიშნული პირველი სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე IDFI-მ მიიღო წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინფორმაციის მისაღებად გადასახდელია ასლის გადაღების მოსაკრებელი, რის გამოც სასამართლო სხდომა გადაიდო.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული წინა დავების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ ბმულებს:
 
 
 
IDFI იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი გამოცდილება არ იქცევა ტრადიციად და საჯარო მოთხოვნებზე დროული და სრულყოფილი რეაგირება გახდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებების პრაქტიკის ნაწილი.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024