IDFI განცხადება გია თორთლაძის ბრალდების საპასუხოდ

სიახლეები | განცხადებები 23 იანვარი 2013

23 იანვარს საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის ბ-ნ გია თორთლაძის განცხადება რომლის მიხედვითაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) დადანაშაულებულ იქნა დეზინფორმაციის გავრცელებაში. კერძოდ, ბ-ნ გია თორთლაძის განცხადებით, ინსტიტუტს საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, თითქოს 350 000 ლარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პირადად მას გადაურიცხა. ბ-ნმა თორთლაძემ განმარტა, რომ ეს თანხა სამინისტრომ "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს" ჩაურიცხა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ დააფინანსა "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი" და არა კონკრეტულად ყოფილი დეპუტატი გია თორთლაძე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თავდაპირველად (17.07.2012) ხელშეკრულება გაფორმდა ფიზიკურ პირ გია თორთლაძესა და სამინისტროს შორის და მას ხელს აწერენ ერთის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ხოლო მეორეს მხრივ ფიზიკური პირი გია თორთლაძე:

 

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში მასში შეტანილ იქნა ცვლილებები და ხელშეკრულების მხარედ ფ. პ. გია თორთლაძის ნაცვლად, "მიმწოდებლად" დაფიქსირდა ბატონ გია თორთლაძის მიერვე 07.08.2012 წელს დაფუძნებული ააიპ “საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი”:

 

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პროექტის კონკურს გარეშე დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრის"დაფუძნებამდე ერთი თვით ადრე,რასთან დაკავშირებითაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება "შემსყიდველ" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და "შემსრულებელ" ფიზიკურ პირ გია თორთლაძეს შორის.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია - კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024