საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 სექტემბერი 2013

2013 წლის სექტემბერს ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს 219 დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი.

დადგენილებაში ასახულია, IDFI-ის კოორდინირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტთან ერთად შემუშავებული მნიშვნელოვანი ინიციატივები. სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ინტენსიურად განიხილებოდა სამუშაო შეხვედრებისა და საჯარო დისკუსიების ფორმატში. რეკომენდაციების საბოლოო პაკეტი შემუშავებული იქნა „USAID-ის G-3” პროგრამის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის „კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში“ ფარგლებში.

დადგენილება შვიდი მუხლისგან შედგება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტებს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხასდადგენილება 2013 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა, რომლის ვალდებულებები ვრცელდება კონკრეტულ ადმინსტრაციულ ორგანოებზე.

  • კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდეუზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (ვებ-გვერდებზე).
  • ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება ვრცელდება დადგენილების დანართით (ნუსხა) გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, რომელიც 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ არის შექმნილი და რომელიც, თანაბრად და საფასურის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირისთვის.
  • პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა, ის მინიმალური სავალდებულო ინფორმაციაა, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების  საქმიანობის, გეგმების, დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ქონების პრივატიზაციის გამჭვირვალობას.
  • ადმინისტრაციული ორგანო აგრეთვე უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ დადგენილება, ასევე, ადგენს, რომ პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციულ ორგანოსარ ათავისუფლებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
  • დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, უზრუნველყონ  პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება.  საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან განათავსონ ინფორმაცია იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა, კოპირება.
  • დადგენილებით განსაზღვრულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია. 2013 წლის 1 სექტემბრიდან დგინდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის წესი. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ელექტრონული განცხადებების რეგისტრაცია და ავტომატური დადასტურების სისტემის შექმნა.
  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.
  • დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები).
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024