24 ივლისის მრგვალი მაგიდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 ივლისი 2013

 

2013 წლის 24 ივლისს, სასტუმრო „ვერე პალასში“,   ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID, დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) მხარდაჭერით მრგვალ მაგიდა: „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება“ გამართა ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მას-მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
მრგვალი მაგიდა “USAID“-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3)  დირექტორის მოადგილემ მაია გოგოლაძემ გახსნა  და IDFI-ისა და  USAID, (G-3) პროექტის  “ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების” ფარგლებში მიმდინარე აქტივობები გააცნო.   
    
შეხვედრის პირველ ნაწილში, გიორგი კლდიაშვილმა, IDFI- ის დირექტორმა, USAID-ის G-3 პროგრამის პროექტის კონსორციუმის წევრმა  მონაწილეებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ გააცნო. დადგენილების პროექტის განხილვის დროს შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში წარმოადგინეს შენიშვნები, კერძოდ, რეკომენდაციები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტთან, ელექტრონულად ინფორმაციის მოთხოვნის წესებსა და განხილულ მუხლებთან მიმართებაში, რაც რეკომენდირებულია გასათვალისწინებლად.

შეხვედრის დროს, ლევან ავალიშვილმა, IDFI-ის თავმჯდომარემ, წარმოადგინა IDFI-ის მიერ მომზადებული წინადადებები „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების განკარგულების პროექტთან“ დაკავშირებით. დეტალურად გააცნო ორგანიზაციის ის შენიშვნები, რაც ნაწილობრივ გათვალისწინებულია დადგენილების პროექტსა და დანართში “პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაცდიის ნუსხა”. მონაწილეებმა იმსჯელეს დადგენილების პროექტში შესატანად დამატებით სარეკომენდაციო პუნქტებზე, რაც უზრუნველყოფს დადგენილების  ეფექტურობას.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეები კონკრეტულად შეთანხმდნენ შეთავაზებების შინაარსზე, რაც მათი სახელით მთავრობას წარედგინება.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024