პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ სტატისტიკური ანალიზი (2012 წლის ივლისი- 2013 წლის თებერვალი)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 20 მარტი 2013

IDFI-იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში  8 თვის  განმავლობაში საჯარო დაწესებულებებს მიმართა 2193 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო  1325 განცხადებაზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 2193 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 337 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 168 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 18 შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 345  შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება (მაგ. არ ჰქონდათ განხორციელებული პროექტები. ასეთი პასუხის მიღების შემთხვევაში სტატისტიკაში ნულდება როგორც გაგზავნილი წერილი, ისე მიღებული პასუხი).

პროექტის მიმდინარე პერიოდში ინსტიტუტის მიერ მიღებული 1856 პასუხიდან უმრავლესობა (1405 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 338 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად.უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ჩათვლით 36%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

პროექტის ხსენებული პერიოდი მიმდინარეობდა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების პარალელურად.  საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე.  2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი მონაცემებით  შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.  არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51 % - იანი ნიშნული 73 % - მდე გაიზარდა , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30 % - დან  17%- მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ასევე 10 დღიანი ვადების დაცვის თვალსაზრისითაც. საპარლამენტო არჩევნებამდე გაგზავნილი მოთხოვნების 54 % - ის შემთხვევაში დარღვეული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა, ხოლო შემდგომ პერიოდში მხოლოდ 36 % - ის შემთხვევაში.

შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილ პროცენტულ  მონაცემებში ასახვა არ ჰპოვა საჯარო დაწესებულებებისგან მიღებულმა იმგვარმა პასუხებმა, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა ინტენსივობით  განიცადა პროგრესი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სხვადასხვა სახის საჯარო დაწესებულებებმა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ინსტიტუტის მხრიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნათ: სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, თვითმმართველ ერთეულებს  და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს.  ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს რეალური სურათი დავინახოთ, თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები ზემოთ მოყვანილი ჯგუფების მიხედვით  საჯარო დაწესებულებებში.

სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 29%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 40% -ით მოიმატა.

პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ასევე დადებითი  გავლენა იქონია  საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით სახელმწიფო მინისტრის აპარატებზე, რომლების შემთხვევაშიც არჩევნების შემდგომ პერიოდში უპასუხოდ დატოვებული შეკითხვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში არჩევნებამდე არსებული სრულყოფილი პასუხების გაცემის  52%-იანი ნიშნული გაიზარდა 70%-მდე,  ხოლო უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების 31% -იანი პრაქტიკა 16 %-მდე შემცირდა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აგრეთვე რეგიონებში არსებულმა თვითმმართველმა ერთეულებმა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.  თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხშირ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ მუშაობა უწევდათ დაძაბული პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა არჩევნებამდელ პერიოდთან შედარებით 22% -ით იმატა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 16% - ით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა 8%-ით განიცადა პროგრესი , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 2%- ით შემცირდა.

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს მუშაობას საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და აკვირდება რამდენად შენარჩუნდება დადებითი ტენდენცია  საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, რომელიც აშკარაა პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ საჯარო დაწესებულებებში. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024