საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 15 მაისი 2013

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია


საქართველოს მთავრობა, ითვალისწინებს რა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც  ციფრული საეთერო მაუწყებლობის, ასევე სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო სფეროს განვითარების მიმართულებით, განსაზღვრავს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ორიენტირებს, სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს.

ქვეყნის სტრატეგიული ორიენტირია, რომ საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვა მოხდეს 2015 წლის 17 ივნისამდე, ხოლო ამ თარიღამდე უნდა დასრულდეს  ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის რეალიზაცია. აღნიშნული ვადა განსაზღვრულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ. აღნიშნული გულისხმობს, რომ 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების გადაფარვისგან.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
•    მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
•    საქართველოში  საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
•    გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა;
•    მედიის თავისუფლების ხელშეწყობა;
•    კონკურენტუნარიანი ბაზრების განვითარების ხელშეწყობა;
•    ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად  ეფექტურად გამოყენება;
•    საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
•    საერთაშორისო დონეზე  ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტი პლატფორმა არსებული სამაუწყებლო ტექნოლოგიების გვერდით.

უკეთესი ხარისხის სამაუწყებლო პროგრამების გარდა, საეთერო ციფრული მაუწყებლობის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი თაობის ინტერაქტიული სერვისები, საგანმანათლებლო ან სხვა კატეგორიის საინფორმაციო მომსახურება და პროდუქტები, რომელთა მიწოდება შეუძლებელია ანალოგური საეთერო ქსელით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შექმნის წინაპირობებს სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებისთვის, აუდიოვიზუალური მედიისთვის  და მომსახურების მიმწოდებლებისათვის. ციფრულ საეთერო ქსელზე დაფუძნებულიებული დამატებითი და ახალი თაობის  სერვის მიწოდება უნდა შეიზღუდოს ციფრულ მაუწყებლობაზე გარდამავალ პერიოდში.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მიზანს  წარმოადგენს, სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ინვესტირებისთვის კარგი და ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება, პროცესში სახელმწიფოს მინიმალური ფინანსური მონაწილეობის უზრუნველსაყოფის მიზნით. საქართველოს მთავრობის სტრატეგიის ამოცანაა დაცული იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი.

მთავრობის ამოცანას წარმოადგენს:
•    საქართველოში მოქმედ ყველა არსებული საეთერო მაუწყებლის, ისევე როგორც ყველა კონტენტის მწარმოებლის უზრუნველყოფა მათი პროგრამების და  მაღალ გამტარიანი, მდგრადი და უსაფრთხო საეთერო ქსელით ტრანსლირების შესაძლებლობით, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით;
•    მაყურებლებისთვის მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან პროგრამებთან წვდომის უზრუნველყოფა.

სტრატეგიის წარმატებით დასანერგად უნდა მოხდეს შემდეგი ეტაპების მოცვა:  

  • პროცესის სწორი დაგეგმარება;
  • ცვლილებები საკანონმდებლო აქტებში;
  • საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  •  მულტიპლექს ოპერატორის შერჩევა და ლიცენზირება;
  •  პროცესის აუცილებელი მიმართულებების სუბსიდირება-ფინანსირება;
  • ციფრული სატელევიზიო სისტემის უშუალო დანერგვის პროცესის სწორად წარმართვის მჭიდრო კონტროლი და კორექტირება ყველა ეტაპზე.


სტრატეგია ადგენს დამატებითი პირობებს და კრიტერიუმებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში პროგრამების განთავსების პრიორიტეტებისთვის გარდამავალ და შემდგომ პერიოდში. სტრატეგია განსაზღვრავს კომერციული მაუწყებლების მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების წესს შეზღუდული რესურსის არსებობის შემთხვევაში.
 

წინამდებარე სტრატეგია მომზადდა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ პროექტის  - „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“- ფარგლებში. პროექტიდაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსმიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024