საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია
საქართველოს მთავრობა, ითვალისწინებს რა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ციფრული საეთერო მაუწყებლობის, ასევე სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო სფეროს განვითარების მიმართულებით, განსაზღვრავს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ორიენტირებს, სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს.
ქვეყნის სტრატეგიული ორიენტირია, რომ საქართველოში ანალოგური მაუწყებლობის სრული გათიშვა მოხდეს 2015 წლის 17 ივნისამდე, ხოლო ამ თარიღამდე უნდა დასრულდეს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმის რეალიზაცია. აღნიშნული ვადა განსაზღვრულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ. აღნიშნული გულისხმობს, რომ 2015 წლის ივნისის შემდეგ არსებული ანალოგური ტელევიზიის სადგურები აღარ იქნება სამართლებრივად დაცული მეზობელი ქვეყნების სადგურების გადაფარვისგან.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
• საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
• გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა;
• მედიის თავისუფლების ხელშეწყობა;
• კონკურენტუნარიანი ბაზრების განვითარების ხელშეწყობა;
• ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
• საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
• საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ჩამოყალიბდეს, როგორც კონკურენტი პლატფორმა არსებული სამაუწყებლო ტექნოლოგიების გვერდით.
უკეთესი ხარისხის სამაუწყებლო პროგრამების გარდა, საეთერო ციფრული მაუწყებლობის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ახალი თაობის ინტერაქტიული სერვისები, საგანმანათლებლო ან სხვა კატეგორიის საინფორმაციო მომსახურება და პროდუქტები, რომელთა მიწოდება შეუძლებელია ანალოგური საეთერო ქსელით. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა შექმნის წინაპირობებს სატელევიზიო პროგრამების მრავალფეროვნებისთვის, აუდიოვიზუალური მედიისთვის და მომსახურების მიმწოდებლებისათვის. ციფრულ საეთერო ქსელზე დაფუძნებულიებული დამატებითი და ახალი თაობის სერვის მიწოდება უნდა შეიზღუდოს ციფრულ მაუწყებლობაზე გარდამავალ პერიოდში.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს, სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ინვესტირებისთვის კარგი და ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება, პროცესში სახელმწიფოს მინიმალური ფინანსური მონაწილეობის უზრუნველსაყოფის მიზნით. საქართველოს მთავრობის სტრატეგიის ამოცანაა დაცული იყოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი.
მთავრობის ამოცანას წარმოადგენს:
• საქართველოში მოქმედ ყველა არსებული საეთერო მაუწყებლის, ისევე როგორც ყველა კონტენტის მწარმოებლის უზრუნველყოფა მათი პროგრამების და მაღალ გამტარიანი, მდგრადი და უსაფრთხო საეთერო ქსელით ტრანსლირების შესაძლებლობით, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით;
• მაყურებლებისთვის მაღალი ხარისხის და მრავალფეროვან პროგრამებთან წვდომის უზრუნველყოფა.
სტრატეგიის წარმატებით დასანერგად უნდა მოხდეს შემდეგი ეტაპების მოცვა:
სტრატეგია ადგენს დამატებითი პირობებს და კრიტერიუმებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში პროგრამების განთავსების პრიორიტეტებისთვის გარდამავალ და შემდგომ პერიოდში. სტრატეგია განსაზღვრავს კომერციული მაუწყებლების მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების წესს შეზღუდული რესურსის არსებობის შემთხვევაში.
წინამდებარე სტრატეგია მომზადდა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ პროექტის - „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში“- ფარგლებში. პროექტიდაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.