პარლამენტის ხარჯების შესახებ ინფორმაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 7 მარტი 2013

 

2013 წლის 8 თებერვალს IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, რაზეც პარლამენტის აპარატიდან სრულყოფილი პასუხი მივიღეთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ განვლილ წლებში ანალოგიურ შეკითხვებზე, პარლამენტიდან არასრულყოფილი პასუხები მოგვდიოდა. შესაბამისად IDFI-ი მიესალმება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ცვლილებებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ პარლამენტი უნდა იყოს ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით ყველასთვის მისაბაძი საჯარო დაწესებულება.

გვინდა წარმოგიდგინოთ მიღებულ ინფორმაციის ნაწილი (სრული ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ვებ-გვერდზე www.opendata.ge).

 

პარლამენტის წევრებზე (დეპუტატებზე) 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით დარიცხული პრემიების შესახებ ინფორმაცია

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ჩვეულებრივ წევრთა თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენს 2865 ლარს, პარლამენტის თავმჯდომარის 4450 ლარს, პირველი მოადგილის 4400 ლარს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის 3500 ლარს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით: “დაზუსტდა საქართველოს პარლამენტის წევრთა ანაზღაურება” .

რაც შეეხება უშუალოდ პრემიებს, მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყოველთვიურად პარლამენტის წევრები საშუალოდ პრემიის სახით იღებენ 280 ლარს, თუმცა, დამატებითი წახალისების სახით ორმაგი და სამმაგი ხელფასის ოდენობის თანხები გაიცემა აპრილში, ივნისში, ნოემბერში და დეკემბერში. მთლიანობაში ორივე მოწვევის პარლამენტის წევრებზე 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პრემიის სახით გაცემულია 2 687 752 ლარი, მათ შორის 2012 წლის აპრილში – 421 825 ლარი, ივლისში – 948 332 ლარი, ნოემბერში – 439 565 ლარი, დეკემბერში – 451 535 ლარი.

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ წინა მოწვევის პარლამენტში პრემიების სახით წახალისებულნი იქნენ ლებორისტული პარტიის მიერ შექმნილი ფრაქციის წევრები: შალვა ნათელაშვილი – 8595 ლარი პრემია, კახაბერ ძაგანია -  8595 ლარი პრემია, იოსებ შატბერაშვილი – 8595 ლარი პრემია, გიორგი გუგავა - 8595 ლარი პრემია. ცნობილია, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრები არც ერთხელ არ დასწრებიან წინა მოწვევის პარლამენტის სხდომებს რადგან ოფიციალურად ახდენდნენ მის ბოიკოტირებას. შესაბამისად აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ პარლამენტში (ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებში) პრემიების გაცემა ხდება არა გაწეული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, განსაკუთრებული დამსახურების ან საქმიანობის წახალისების მიზნით, არამედ როგორც მხოლოდ სახელფასო დანამატი. 

2012 წელს  ყველაზედიდიოდენობის პრემიები -ორივე მოწვევისპარლამენტარები

www.opendata.ge

1
ბაქრაძე დავითი
31650,3

2

წერეთელი გიორგი

27450,3

3

მაჭავარიანი მიხეილი

27280,3

4

გაბაშვილი გიორგი

26050,3

5

დარჩიაშვილი დავითი

25500,3

6

გოგორიშვილი ხათუნა

25355,3

7

მელაძე გიორგი

25246,3

8

კუბლაშვილი პავლე

24950,3

9

მინაშვილი აკაკი

24950,3

10

წიკლაური ნუგზარი

24950,3

11

მელიქიშვილი ზურაბი

24780,3

12

ცისკარიშვილი პეტრე

24780,3

13

თაქთაქიშვილი ჩიორა

22575,3

14

კანდელაკი გიორგი

22450,3

15

ბოლქვაძე ანზორი

21287,68

16

ბობოხიძე აკაკი

20757,68

17

ლიპარტელიანი გოგი

20607,68

18

თარგამაძე გიორგი

19194,71

19

მალაშხია შოთა

18137,68

20

ლეჟავა პაატა

17837,68

2012 წლისნოემბრიდან 2013 წლისიანვრისჩათვლით  ახალიმოწვევისპარლამენტის  ყველაზედიდიოდენობისპრემიისმიმღებიდეპუტატები      

www.opendata.ge

1

უსუფაშვილი დავითი

9162

2

დუმბაძე მურმანი

8831

3

კობახიძე მანანა

8662

4

აბაშიძე ზურაბი

8589

5

ძიძიგური ზვიადი

8562

6

ბარამიძე გიორგი

8562

8

ჩიქოვანი ირაკლი

8495

9

ონოფრიშვილი დავითი

7631

10

აბულაშვილი გიგლა

7604

11

იმერლიშვილი ირინე

7577

12

ბერძენიშვილი დავითი

7531

13

ქუცნაშვილი ზაქარია

7504

14

ხმალაძე ვახტანგი

7502

15

დოლიძე ვიქტორი

7389

16

ბესელია ეკა

7362

17

ტრიპოლსკი ერეკლე

7362

18

ტყემალაძე ზურაბი

7362

19

სანიკიძე გუბაზი

7362

20

ჯაფარიძე თედო

7362

აქვე წარმოგიდგენთ პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტების თავმჯდომარეების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013  წლის 31 იანვრის ჩათვლით გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას:

2012 წლის 1 იანვრიდან 22 ოქტომბრამდექვეყნისგარეთოფიციალურვიზიტებზეგაწეულისამივლინებოხარჯები

www.opendata.ge

ბაქრაძე დავითი

92762,33

დარჩიაშვილი დავითი

48814,84

მინაშვილი აკაკი

26900,28

გოგორიშვილი ხათუნა

16867

გაბაშვილი გიორგი

15591,53

მელაძე გიორგი

7410,71

კუბლაშვილი პავლე

5101,57

ბალავაძე ვახტანგი

4078,15

გეგენავა არჩილი

4003,27

მალაშხია შოთა

2131,97

თორდია ლაშა

1182,96

მელიქიშვილი ზურაბი

837,36

თოიძე ოთარი

654,12

2012 წლის  22 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე  ქვეყნისგარეთოფიციალურვიზიტებზეგაწეულისამივლინებოხარჯები 

                                                                                www.opendata.ge

უსუფაშვილი დავითი

4642,06

დოლიძე ვიქტორი

4423,12

ჯაფარიძე თედო

3779,74

სესიაშვილი ირაკლი

2671,49

ბესელია ეკა

2605,51

იმერლიშვილი ირინე

797,18

აგულაშვილი გიგლა

495,97

ხმალაძე ვახტანგი

349,46

საინტერესოა აგრეთვე ქ. ქუთაისში პარლამენტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა ბინების დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. მიღებული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ქალაქ ქუთაისში დეპუტატთა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველწლიურად უნდა დაიხარჯოს 4 მილიონ 573 ათასი ლარი:

პარლამენტისბიუჯეტით. ქუთაისშიბინებისდაქირავებაზე გათვალისწინებულიხარჯები www.opendata.ge                                                                                          

პარლამენტის წევრებზე

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე

1 500 000 ლარი

3 073 000 ლარი

პარლამენტის აპარატის მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი2012წლის პირველი იანვარიდან 2012წლის 20 ოქტომბრამდე და 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:

პარლამენტისაპარატისავტომანაქანებისათვისსაწვავისმოხმარებაზეგაწეულიხარჯები www.opendata.ge

2012 წლის 1 იანვრიდან 20 ოქტომბრამდე

2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე

733697,92 ლარი

219793,9 ლარი

აპარატის მიერ სრულყოფილად იქნა მოწოდებული აგრეთვე პარლამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია.

parlamentiavtoparki

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024