საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 16 ოქტომბერი 2013

შრომით  ურთიერთობებში  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მონაცემების გასარკვევად IDFI-იმ  მიმართა საქართველოს 175 საჯარო დაწესებულებას. გაგზავნილი 2275 მოთხოვნიდან, ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 1789 მათგანზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 96 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 3 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული  იქნა 147 მოთხოვნა, ხოლო 240  შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემებზე დაყრდნობით ინსტიტუტმა განახორციელა კვლევა, რომელიც  სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

წინამდებარე სტატიაში ჩვენს მიერ გამოტანილი იქნება 2013 წლის აპრილის თვის მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ და რიგით პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების გენდერულ თანასწორობასთან.

 

საჯარო სამსახურში დასაქმებულები

 

 „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, საჯარო მოსამსახურე  არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. საჯარო მოსამსახურის სახეებია: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, მოხელე, დამხმარე მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე.  მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა საშტატო თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.

 

საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტმა სრულყოფილად მიიღო 166 საჯარო დაწესებულებიდან. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა საქართველოს 166 საჯარო დაწესებულებაში სულ დასაქმებულია 74 532 პირი, რომელთაგან ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) იმყოფება  8714  საჯარო  მოსამსახურე. 74 532  საჯარო მოსამსახურიდან 25 703 პირი დასაქმებულია სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში, 30 644 პირი  – საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში, 10 421 პირი – ადგილობრივ  თვითმმართველობებში,  ხოლო დანარჩენი 7764 პირი  საქართველოს სხვა  საჯარო დაწესებულებებში.

 

gender1

 

დასაქმებულ თანამშრომელთა სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში

„გენედერული   თანასწორობის  შესახებ   საქართველოს  კანონის“  მე-6  მუხლის  მიხედვით სახელმწიფო  ხელს  უწყობს  დასაქმების  თანაბარ       ხელმისაწვდომობას  ორივე სქესის პირთათვის. დღევანდელიმდგომარეობით,საჯარო დაწესებულებებში  არსებული დასაქმების  თანაბარი ხელმისაწვდომობის პირობებში, საქართველოს 166 საჯარო დაწესებულებების  74 532 თანამშრომლიდან უმრავლესობას წარმოადგენენ მამაკაცები.

 

მამაკაცთა რაოდენობა 52 679-ია, ხოლო ქალთა რაოდენობა – 21 853 -ს შეადგენს.

 

 

gender2

 

„გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის“  იმავე მუხლის მიხედვით დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა  არათანაბარ მდგომარეობაში  ჩაყენება  ან/და  მათთვის  უპირატესობის  მინიჭება,   რაც  გამომდინარეობს  სამუშაოს  არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი   შესრულების  პირობებიდან.   სწორედ   აღნიშნულ გარემოებას  უკავშირდება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულებს შორის არსებული გენდერული დისბალანსი, ვინაიდან  საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ  მამაკაცთა 66%-იანი   მაჩვენებელი ძირითადად განპირობებულია ძალოვან სტრუქტურებში მამაკაცების სიმრავლით. 166 საჯარო დაწესებულებიდან, რომლებმაც სრულყოფილად წარმოადგინეს გენდერულ ჭრილში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია, ძალოვან სტრუქტურებს წარმოადგენენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული სისტემა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური. ამ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულია სულ 39 637 პირი, რომელთაგან 34  171 მამაკაცია, ხოლო 5 466 ქალი. რაც შეეხება “არა ძალოვან” საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებს ამ შემთხვევაში 34 872 თანამშრომლიდან მამაკაცთა რაოდენობაა 18 508, ხოლო ქალთა რაოდენობა შეადგენს 16 387-ს.

 

 

gender3

 

 

ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ თანამშრომლების რაოდენობაში შესულია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მონაცემები. რაც შეეხება საქართველოს თავადაცვის გაერთიანებულ შტაბში (საქართველოს შეიარაღებული ძალები) შემავალ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულია მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეთა პროცენტული მონაცემები გენდერული ჭრილში  რაც გამოიყურება შემდეგნაირად:

 

gender4

 

საჯარო დაწესებულებების მიხედვით დასაქმებულთა გენდერული ბალანსი განსხვავებულია. სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში დასაქმებულთა 78,6 % მამაკაცია. თუმცა ამ ტიპის საჯარო დაწესებულებებში, დასაქმებულ მამაკაცთა მაღალი პროცენტი  კვლავ განპირობებულია ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ მამაკაცთა სიმრავლით. ძალოვანი სტრუქტურების გარეშე სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა – 56,5%-  ქალია. მსგავსი მდგომარეობაა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლების მაგალითზე. ზოგადად, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებულთა შორის 67,2% მამაკაცია, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების გამოკლებით დასაქმებულებში ქალები ჭარბობენ და მათი მაჩვენებელი 51,7 %-ს შეადგენს.

 

განსახვავებული მდგომარეობაა ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, გამგეობა). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თავისი  საქმიანობის სპეციფიკიდან  გამომდინარე, აღნიშნულ დაწესებულებებს ძალოვანი სტრუქტურები არ გააჩნიათ, მამაკაცთა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ქალთა რაოდენობას.  დასაქმებულ მამაკაცთა მაჩვენებელი 67,5%-ს შეადგენს.

 

gender5

 

ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა გენდერული მდგომარეობა

საქართველოს  საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე (განყოფილების უფროსი და ზემოთ) დასაქმებული თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა 168 საჯარო დაწესებულებამ. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულია 9 250 პირი, რომელთაგან უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული მამაკაცების რაოდენობაა – 7245, ხოლო ქალების – 2005.

 

gender6

 

საქართველოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა გენდერული ბალანსის ანალიზისას გამოჩნდა, რომ მამაკაცთა მაღალი პროცენტი ძირითად განპირობებული იყო ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ მამაკაცთა სიმრავლით, ხოლო არა ძალოვან სტრუქტურებში ქალთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებული იყო მამაკაცთა რაოდენობასთან. აღნიშნული ტენდენცია ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომლების შემთხვევაში არ შეინიშნება. ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა, როგორც ძალოვან, ისე არა ძალოვან საჯარო დაწესებულებში, ძალიან მაღალია. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ზემოთ მოყვანილი ძალოვანი სტრუქტურების გარდა ასევე მოწოდებულია საქართველოს თავდაცვის გენერალური შტაბის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ.

 

gender7

 

საჯარო  დაწესებულებების  სახეების  მიხედვით  ნებისმიერ  შემთხვევაში  ხელმძღვანელ  პოზიციებზე  დასაქმებულ  მამაკაცთა  რაოდენობა  აღემატება  ხელმძღვანელ  პოზიციებზე  დასაქმებულ  ქალთა  რაოდენობას.  ძალოვანი სტრუქტურების  ჩათვლითხელმძღვანელ  პოზიციებზე დასაქმებულ მამაკაცთა უპირატესობა (83,4%) განსაკუთრებით გამოჩნდა სამინისტროების ცენტრალურ და სახელმწიფო მინისტრის აპარატებში, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების გარეშე მამაკაცების ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი (76%)ფიქსირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია,  გამგეობა)

 

gender8gender9finansTa gender

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024