საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია

სიახლეები 3 ივლისი 2014

საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის კონცეფცია, რომლის შემუშავებაში IDFI აქტიურად მონაწილეობდა, საზოგადოებას 1 ივლისს წარედგინა.


რეფომის მიზანია გამართული და გამჭვირვალე საჯარო სისტემის შექმნა. ის ათ კატეგორიას მოიცავს. ესენია: საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის.


საჯარო სამსახურის ბიურომ ახალი პრემირების რეფორმაც შეიმუშავა და ის სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა.


ახალი კონცეფციის შემუშავებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რომელიც სახელმწიფოს ანაზღაურების სისტემის რეგულირების და კონცეფციის შემუშავებისკენ დიდი ხნის მანძილზე მოუწოდებდა.


IDFI ჩართული იყო G-3-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში,  რომელიც მიზნად ისახავდა შეემუშავებინა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.


ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI-მ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომელიც საჯარო სექტორში არსებულ სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა, მაგალითად: საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში; დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურში; საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემები და სხვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024