საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია

სიახლეები 3 ივლისი 2014

საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის კონცეფცია, რომლის შემუშავებაში IDFI აქტიურად მონაწილეობდა, საზოგადოებას 1 ივლისს წარედგინა.


რეფომის მიზანია გამართული და გამჭვირვალე საჯარო სისტემის შექმნა. ის ათ კატეგორიას მოიცავს. ესენია: საჯარო სამსახურის განმარტება; საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა; საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები; სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება და თანაბარი შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის.


საჯარო სამსახურის ბიურომ ახალი პრემირების რეფორმაც შეიმუშავა და ის სახელმწიფომ უკვე დაამტკიცა.


ახალი კონცეფციის შემუშავებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რომელიც სახელმწიფოს ანაზღაურების სისტემის რეგულირების და კონცეფციის შემუშავებისკენ დიდი ხნის მანძილზე მოუწოდებდა.


IDFI ჩართული იყო G-3-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში,  რომელიც მიზნად ისახავდა შეემუშავებინა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.


ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI-მ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომელიც საჯარო სექტორში არსებულ სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა, მაგალითად: საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში; დისციპლინური პასუხისმგებლობა საჯარო სამსახურშისაჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემები და სხვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024