საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 16 ოქტომბერი 2013

2010  წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის“  მე-6 მუხლის მიხედვით, რომელიც უკავშირდება გენდერულ თანასწორობას შრომითი ურთიერთობებისას, სახელმწიფო ხელს უნდა  უწყობდეს დასაქმების  თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის.  

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წინამდებარე კვლევის  ფარგლებში  შეეცადა გაერკვია რამდენად  დაცულია საქართველოს  საჯარო  დაწესებულებებში  შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობა 2013 წლის აპრილის თვის მონაცემებით , თანაბარ  პირობებში  მიმდინარეობდა  თუ არა საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო მოსამსახურეთა, როგორც რიგით, ასევე ხელმძღვანელ  პოზიციებზე  მიღება  და განთავისუფლება 2012 წლის იანვრის თვიდან 2013 წლის აპრილის თვემდე პერიოდში.
 
საქართველოში  არსებული  დემოგრაფიული  პრობლემებიდან  გამომდინარე, ინსტიტუტის ინტერესის  სფეროს  წარმოადგენდა, იმის დადგენა თუ  რამდენად  უზრუნველყოფილია  საქართველოს კანონმდებლობით ორივე სქესის საჯარო მოსამსახურეებისათვის შობადობის ხელშეწყობა.
 
„გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის“  მე-5 მუხლის  მიხედვით  საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ  სტატისტიკურ  ანგარიშებში  შეტანილი  უნდა  იქნას  სქესის ნიშნით განცალკევებული მონაცემები. შრომით  ურთიერთობებში  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მონაცემების გასარკვევად ინსტიტუტმა მიმართა საქართველოს 175 საჯარო დაწესებულებას.

კვლევამ  აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სპეციფიკურ ძალოვან სამსახურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალ თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია, თუმცა საპირისპირო მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომელთა შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობას.

კვლევამ  აჩვენა, რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც არ წარმოადგენენ სპეციფიკურ ძალოვან სამსახურებს, დასაქმებულ მამაკაცთა და ქალ თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია, თუმცა საპირისპირო მდგომარეობაა ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომელთა შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობას. 

დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების  გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევა განხორციელებულია პირველად. აღნიშნული კვლევის განხორციელება საჭიროებდა ყოველი საჯარო დაწესებულებისგან გენდერულ მონაცემებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილის გაგზავნას და შემდგომში მათ მიერ მოწოდებული მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მონაცემების დამუშავებას.    2013 წლის  1  სექტემბერს  ძალაში შევიდა, საქართველოს მთავრობის  26 აგვისტოს  №219  დადგენილება ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“, დადგენილებაში ასახულია, IDFI-ის კოორდინირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტთან ერთად შემუშავებული მნიშვნელოვანი ინიციატივები.  დადგენილება  განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტებს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. აღნიშნული ნუსხის  ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის პროაქტიული გამოქვეყნება დაევალათ საჯარო დაწესებულებებს,  წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით გენდერულ ჭრილში. ვფიქრობთ, აღნიშნული ვალდებულება ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური   კვლევების განხორციელებასა და გაადვილებს მონიტორინგის გაწევას გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
 
 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024