პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 5 ივნისი 2013

saakashvili-obama2013 წლის 11 თებერვალს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პასუხი მხოლოდ 26 მარტს მივიღეთ, 13 მარტს ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგმოწოდებული პასუხი მოიცავდა ინფორმაციას ყველა მოთხოვნის შესახებ, გარდა სამივლინებო ხარჯებისა. სამივლინებო ხარჯების შესახებ ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ მოთხოვნა მუშავდება და დამატებით მოგვეწოდება დასრულებისთანავე.

მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების შესახებ:

საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით (ცალ-ცალკე) განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე და სამუშაო შეხვედრებზე 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია

2013 წლის 3 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დამატებით მოგვაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. პასუხში არ არის მითითებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტები, ასევე, ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებზე გაწეული ხარჯები.

როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე სულ დაიხარჯა 2 336 857,14 ლარი, მათ შორის 405 104,43 ლარი აშშ-სა და გერმანიაში, 402 036,73 ლარი აშშ-სა და საფრანგეთში და 169 991,94 ლარი - ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე.

prezidentmivlineba

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღია წყაროების გადამოწმების შედეგად შესაძლებელია კონკრეტულ ვიზიტებზე მეტი ინფორმაციის მიღებაც.

13.01.2012: აშშ და გერმანია - 405 104,43 ლარი

2012 წლის იანვარში აშშ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია გერმანიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.

04.03.2012: აშშ და საფრანგეთი - 402 036,73 ლარი

2012 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში "საინვესტიციო და ეკონომიკური მნიშვნელობის“ ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც იგი შეხვდა აშშ–ის სენატის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას. ამავე პერიოდში პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში,  თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

31.10.2012: ბელგია და ჩეხეთი - 169 991,94 ლარი

პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი ჩეხეთში დაიწყო 2012 წლის 12 ნოემბერს, პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობაბელგიაში ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 13 ნოემბერს გაემგზავრა და შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუისსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.

10.02.2012: გერმანია და კორეა - 167 870,78 ლარი

2012 წლის თებერვალში პრეზდენტი მიუნხენში უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრომარტის ბოლოს პრეზიდენტი კორეაში გაემგზავრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად.

08.06.2012: ბრაზილია - 151 415,41 ლარი

2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით სადაც მან აღნიშნა, რომ „ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ.“ საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე გამოიყო 151 415,41 ლარი.

ამასთან, როგორც ირკვევა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით (რუმინეთი, ემირატები, ბელგია, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეთი, ავღანეთი), რაზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოიყო 705 550,94 ლარი. 

თარიღების მიხედვით პრეზიდენტის 2012 წლის სამივლინებო ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

prezidmivlintarigebi

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა დეტალებს განხორციელებული ვიზიტების თაობაზე, IDFI შეეცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაერკვია, თუ რა შედიოდა გახარჯულ თანხებში და ვინ იღებდა უშუალო მონაწილეობას ვიზიტებში.

როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგ. საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.

სასურველია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდების შესაბამის განყოფილებებში, რაც მივლინებების ხარჯებისა და მიზნობრიობის გამჭვირვალობისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. არსებული მდგომარეობით ასეთი ინფორმაცია არაასრულად არის წარმოდგენილი ოფიციალურ ელექტრონულ ვებ-რესურსებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024