საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, 2012-2013

სიახლეები 12 სექტემბერი 2013
12  სექტემბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით  2012 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით   საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული  და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა.
IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრები,  საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ფონდ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს’’ კონფერენციის ორგანიზებისა და გაწეული საქმიანობისთვის. ,,დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უფრო იმიტომ, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე დღეს ჩვენ ყველა - ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია - ერთად და ღიად ვმსჯელობთ. და სწორედ ეს, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი საერთო ძალისხმევა არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არა ფასადური, არამედ ნამდვილად დემოკრატიული განვითარების გზას ადგას“- აღნიშნა ბატონმა პრემიერმა.
 მოწვეულ საზოგადოებას ღონისძიებაზე დეტალურად წარედგინა პროექტის შედეგები,  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდეგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების შედარებითი ანალიზი. IDFI- ის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა განაცხადა: "ჩვენი მონაცემებით,  2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების  საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა.  არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81% - მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების 30%-დან  11%- მდე შემცირდა".   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი იქნა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესებასთან მიმართებაში ინიციატივები.
დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა. 
12  სექტემბერს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით  2012 წლის  ივლისი - 2013 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით   საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული  და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები      გამოავლინა.
 
IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრები,  საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური  კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ფონდ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს’’ კონფერენციის  ორგანიზებისა და გაწეული საქმიანობისთვის. ,,დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანია, მით უფრო იმიტომ, რომ საჯარო ინფორმაციის    ხელმისაწვდომობაზე, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე დღეს ჩვენ ყველა - ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია - ერთად და ღიად ვმსჯელობთ. და სწორედ ეს, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი საერთო ძალისხმევა არის დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არა ფასადური, არამედ ნამდვილად დემოკრატიული განვითარების გზას  ადგას“- აღნიშნა ბატონმა პრემიერმა.
 

მოწვეულ საზოგადოებას ღონისძიებაზე დეტალურად წარედგინა პროექტის შედეგები,  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევენებამდე და არჩევნების შემდეგომ პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების შედარებითი ანალიზი.

IDFI-ის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა განაცხადა: "ჩვენი მონაცემებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების  საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81% - მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების 30%-დან  11%- მდე შემცირდა".   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესებასთან მიმართებაში ინიციატივები. 

 
 
დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა. 
 
 
იხილეთ მთლიანი კვლევა:
 
იხილეთ ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები:
 

დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - w
ww.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა. 
 
კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის ივლისიდან  2013 წლის ივნისის ჩათვლით. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ გავაანალიზოთ და შევადაროთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და ტენდენციები  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში. 
 
2012-2013 წლებში პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5625 განცხადება 224 საჯარო დაწესებულებაში.
 
გაგზავნილი 5625-დან მიღებულია: 
 

ჯილდოები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის და საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვისთვის გადაეცა საჯარო დაწესებულებებს პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. 
 
სპეციალური ჯილდოები ნომინაციაში „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ გადაეცათ შემდეგ  საჯარო დაწესებულებებს:
 
სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრების აპარატები
 
•გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო
•რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
•თავდაცვის სამინისტრო (გაუმჯობესებისთვის)
•რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 
•ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
•აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
•აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
         
სხვა დაწესებულებები
 
•შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
•ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
•სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი 
•არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (გაუმჯობესებისათვის)
•სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
•აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი 
•სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 
•საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
•სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
•ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (ვადების საუკეთესოდ დაცვისათვის)
•განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 
•საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 
•საჯარო სამსახურის ბიურო 
 
რეგიონები
 
•ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა 
•დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა
•ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა 
 
სახელმწიფო უნივერსიტეტები
 
•სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი 
•თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
 
სერთიფიკატები გადაეცათ იმ საჯარო დაწესებულებებსაც, რომლებმაც პროექტის მონაცემების საფუძველზე გამჭვირვალობის ყველაზე დაბალი პროცენტი მიიღეს. 
 
ნომინაცია: 2012-2013 წლების ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება
 
•საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 
 
ნომინაციაში „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის“ სერთიფიკატები გადაეცათ:
 
•ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას
•გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას
•ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
 
ღონისძიებაზე გაიმართა IDFI-ს მიერ გამოცემული ახალი საინფორმაციო ბიულეტენის  „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაცია. ბიულეტენი  ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით  ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023