კულტურის სფეროს დაფინანსების პრიორიტეტები 2010-2011

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 თებერვალი 2013

 

original

IDFI-იმ უკვე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მიმოიხილავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წელს დაფინანსებულ ღონისძიებებს. ამჯერად ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ 2010-2011 წლებში სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

2011 წელს საქართველოსკულტურისადაძეგლთადაცვისსამინისტროსდაფინანსებულიღონისძიებები

2011 წელი გამორჩეული იყო მასშტაბური ღონისძიებების დაფინანსების კუთხით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული სია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2011 წელს დაფინანსებული ღონისძიებებისა, ჩვენ კი მხოლოდ რამდენიმე  მათგანს გამოვყოფთ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2011 წლის 28 იანვარს სამინისტრომ MTV Georgia Live დაფინანსებისთვის გამოყო 2 000 000 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ საზეიმო კონცერტში მონაწილეობდა ცნობილი მომღერალი ენრიკე იგლესიასი, ქართველი შემსრულებლები სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და სხვები. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ჩვენ 2011 წელსაც ვცადეთ. 2011 წლის 5 აგვისტოს, IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს და მოითხოვა MTV-ს კონცერტზე (MTV LIVE BATUMI) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოყოფილი თანხების სრული ოდენობა. კულტურის სამინისტროდან 8 აგვისტოს მიღებული ინფორმაციით სამინისტროს ბიუჯეტიდან  MTV კონცერტის დაფინანსებაზე გამოიყო  1 390 473 ლარი.  როგორც შემდგომში გაირკვა, სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დაემატა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონცერტის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი 973 ათასი აშშ დოლარი და 200 ათასი ლარი. შესაბამისად,  MTV Georgia Live დაფინანსების სრულმა ხარჯმა შეადგინა 2 000 000 აშშ დოლარი. თუმცა, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული რეალური ხარჯი შესაძლებელია კიდევ უფრო გაზრდილი იყოს, რადგან, მაგ. ჩვენს მიერ ბათუმის მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, კონცერტის გამართვის საორგანიზაციო ხარჯებისთვის ქალაქის თვითმმართველობამ გამოყო 139 121 ლარი.

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

დიდი ოდენობის თანხა, ანუ 1 518 642 ლარი გამოიყო აგრეთვე მესტიაში თამარ მეფის ძეგლის დადგმისთვის. საინტერესოა, რომ აღნიშნული ღონისძიება დაფინანსდა 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო კომპანია (შპს “პალეოლითი”) რომელსაც დაევალა პროექტის განხორციელება დაფუძნდა 8 დღით ადრე, ანუ 9 აგვისტოს.   ღია წყაროების მიხედვით, სამინისტროში წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მოწონების შემდეგაც გადაწყდა მისი დაფინანსება. ძეგლის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ავტორთა ჯგუფთან რომელსაც წარმოადგენდა პაატა გიგაური, შპს  ”პალეოლითის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2011 წლის 31 დეკემბერს ბათუმში ხულიო იგლესიასის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოიყო 1 735 296 აშშ დოლარი და 761 034 აშშ დოლარი, რამაც ჯამში 2 496 330 აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმში გამართულ გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებაზე, ხულიო იგლესიასმა და სოფო ნიჟარაძემ მიიღეს მონაწილეობა, ხოლო თანხა ამ შემთხვევაში გამოიყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გავლით.

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2011 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

მთლიანობაში, 2011 წელს მხოლოდ  თამარ მეფის ძეგლის დადგმის, ჯაზ-ფესტივალისა და მიუზიკლ ქეთო და კოტეს დადგმისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მილიონ ლარზე მეტი. ამავე დროს ენრიკე და ხულიო იგლესიასების, აგრეთვე კრის ბოტისა და სტინგის კონცერტების ორგანიზებისთვის გამოიყო 5 მილიონ დოლარზე მეტი.

2010 წელს საქართველოსკულტურისადაძეგლთადაცვისსამინისტროსდაფინანსებულღონისძიებებ

2010 წელს ყველაზე მსხვილი ასიგნებები გამოიყო ცნობილი მომღერლების კრის დე ბურგისა (1 484 826 ლარი) და ანდრეა ბოჩელის (2 337 000 ლარი, 5300 ევრო) კონცერტების ორგანიზებისთვის.

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

2010 წელს დაფინანსებული კულტურული ღონისძიებები

დეტალური სია 2010 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებებისა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროექტის ვებ-გვერდზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024