OGP–ის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციები საჯარო მიმართვას ავრცელებენ

სიახლეები | განცხადებები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 24 დეკემბერი 2013

 

OGP, announcement2013 წლის 17 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI), საჯარო მიმართვა გაავრცელა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) თანა-თავმჯდომარეების, მუდმივმოქმედ კომიტეტისა და OGP-ის წევრი ქვეყნების  სახელზე.

საჯარო მიმართვა  მსოფლიო მასშტაბით მიყურადების არაპროპორციულ პრაქტიკასდა გამჭვირვალობის ეფექტურ უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდება ,,დამკვიდრებული პრაქტიკა ძირს უთხრის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს, რაზეც დამყარებულია ანგარიშვალდებულება და საფრთხეს უქმნის გამოხატვის, ინფორმაციისა და გაერთიანების თავისუფლებას. აღნიშნულის გარეშე კი ღია მმართველობის იდეალები კარგავს მნიშვნელობას“, ნათქვამია ხელისმომწერთა მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივის მიზნებს იზიარებენ, საჯარო განცხადებით გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას მიყურადების მასიურად გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ ძირითად პრინციპებს უქმნის  საფრთხეს.

საქართველოში არაკანონიერი მიყურადების ტენდენციები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს და  სენსიტიური საკითხებს უკავშირდება. IDFI-ი სრულად იზიარებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმაში იქნება გათვალისწინებული. 

საჯარო მიმართვის ხელისმომწერნი გადაწყვეტილების მიმღებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს უწევენ: 

  •  აღიარონ პირადი სივრცისა და ადამიანის უფლებების არსებული კანონმდებლობის გადახედვის საჭიროება, რათა მოხდეს მათი მოდერნიზება იმგვარად, რომ ასახოს თანამედროვე სამეთვალყურეო ტექნოლოგიები;
  • 2014 წლის ოქტომბრისთვის დაასრულონ ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულება და გადახედონ ეროვნულ კანონმდებლობებს, რათა დაიგეგმოს ისეთი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწოფოს მხრიდან კანონიერ და პროპორციულ ზედამხედველობას; უზრუნველყონ პრესის თავისუფლება და დაიცვან ის მამხილებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მცდელობებს  ხდიან საჯაროს;
  • უზრუნველყონ OGP-ის სამოქმედო გეგმებით გაწერილი ზედამხედველობის მექანიზმების, მიყურადების ტექნოლოგიების გავრცელების,  მიყურადების ტექნოლოგიების განხორციელებისთვის ხელშეწყობისა და სახელმწიფოთა შორის მოქალაქეების მონაცემთა გაცვლის გამჭვირვალობა;

მიმართვაზე ხელისმომწერნი სთხოვენ მუდმივმოქმედ კომიტეტს, დროულად განიხილოს მათ მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შესაბამისად გათვალისწინებული იქნეს ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების სამოქმედო გეგმებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024