საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩვნების შემდგომ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 26 აპრილი 2013

statis

IDFI-იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში  9 თვის  განმავლობაში 224 საჯარო დაწესებულებას მიმართა 2441 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო  1525 განცხადებაზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 2441 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 294 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 194 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 26  შემთხვევაში, ხოლო 402  შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

9tvepasuxebiskategoriebi

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტის მიმდინარე პერიოდში ინსტიტუტის მიერ მიღებული 2439 პასუხიდან უმრავლესობა (1612 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 413 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ჩათვლით 34%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

 

 

 

 

 

 

 

9tve10dge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტის განხორციელების პერიოდი დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.  საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის თუ როგორ იმოქმედა ქვეყანაში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკაზე.  2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი მონაცემებით  შეინიშნება დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.  არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51 % - იანი ნიშნული 76 % - მდე გაიზარდა , ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30 % - დან  14%- მდე შემცირდა. მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება ასევე 10 დღიანი ვადების დაცვის თვალსაზრისითაც. საპარლამენტო არჩევნებამდე გაგზავნილი მოთხოვნების 54 % - ის შემთხვევაში დარღვეული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადა, ხოლო შემდგომ პერიოდში მხოლოდ 34 % - ის შემთხვევაში.

9tvejami

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილ პროცენტულ  მონაცემებში ასახვა არ ჰპოვა საჯარო დაწესებულებებისგან მიღებულმა იმგვარმა პასუხებმა, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა ინტენსივობით  განიცადა პროგრესი ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სხვადასხვა სახის საჯარო დაწესებულებებმა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ინსტიტუტის მხრიდან ყველაზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნათ: სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, თვითმმართველ ერთეულებს  და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს.  ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს რეალური სურათი დავინახოთ, თუ როგორ აისახა პოლიტიკური ცვლილებები ზემოთ მოყვანილი ჯგუფების მიხედვით  საჯარო დაწესებულებებში.

სამინისტროების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში 28%-ით შემცირდა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პრაქტიკა, ხოლო სრულყოფილად გაცემული პასუხების რაოდენობამ 41% -ით მოიმატა.

9tvesaministroebi

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების შემთხვევაში არჩევნებამდე არსებული სრულყოფილი პასუხების გაცემის  52%-იანი ნიშნული გაიზარდა 79%-მდე,  ხოლო უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების 31% -იანი პრაქტიკა  6 %-მდე შემცირდა.

9tvessipebi

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აგრეთვე რეგიონებში არსებულმა თვითმმართველმა ერთეულებმა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებმა.  თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ხშირ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მათ მუშაობა უწევდათ დაძაბული პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა არჩევნებამდელ პერიოდთან შედარებით 22% -ით იმატა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 16% - ით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებს მათ მიერ სრულყოფილად გაცემულმა პასუხებმა 8%-ით განიცადა პროგრესი, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 2%- ით შემცირდა.

9tveadgilobrivi

9tvegubernatori

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დიაგრამებიდან გამოჩნდა პოლიტიკური ცვლილებები საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დადებითად აისახა. ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს მუშაობას საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და აკვირდება რამდენად შენარჩუნდება დადებითი ტენდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში IDFI-ს მიერ  2011-2012 წლებში საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების სტატისტიკური მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2012 წლის ანგარიშში შევიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ ჩვენს მიერ წარმოებული საქმიანობის ობიექტურობას და მეორეს მხრივ საერთაშორისო საზოგადოების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ადამიანთა ერთ-ერთ ძირითად უფლებად აღიარებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024