GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის

სიახლეები | განცხადებები 27 დეკემბერი 2013

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის  გამოხატავს შეშფოთებას, რადგან კოალიციის წევრების აზრით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა“. შესაბამისი განცხადება კოალიციამ 2013 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა.

Media.Ge-ი გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას ჯერ კიდევ გუშინ უნდა წარედგინათ6 კანდიდატი, ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ ორი, უმრავლესობამ კი  - ერთი.

მიგვაჩნია, რომ კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის მუშაობა გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობა და ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მიმართ. საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად ადევნებდა თვალს მეორე არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე გასაუბრებებს და დებატებს. 10 დღიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებრივმა კომისიამ პარლამენტს წარუდგინა 27 კანდიდატის რანჟირებული სია.

სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით.  არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს დეპუტატებს, პატივი სცენ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომასა და არჩევანს, დადგნენ ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე  მაღლა და შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება - შეარჩიონ კანდიდატები წარდგენილი სიიდან. 

შევახსენებთ საქართველოს პარლამენტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კონკურსის კომპეტენტურად და გამჭვირვალედ ორგანიზება; პირველად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროფესიონალებისაგან. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმა არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოსთვის. ამ პროცესის ჩაშლით მმართველი ძალა არა მხოლოდ ეჭვქვეშ დააყენებს საკუთარ წინა საარჩევნო გზავნილს მედიის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების შესახებ, არამედ  საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი; რეგიონული მედიის ასოციაცია; მედიაკლუბი; პრესის ასოციაცია; ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; ინფორმაციია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024