ორგანიზაციული მხარდაჭერა

პროექტები | მიმდინარე პროექტები 1 ივლისი 2023

                       

 

 

პროექტის სახელწოდება: ორგანიზაციული მხარდაჭერა
დონორი ორგანიზაცია: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)
პროექტის ნომერი: No. 16488
ბიუჯეტი: SEK 16, 500, 000  (შვედურიკრონა)
ხანგრძლივობა: 1 ივლისი 2023 – 30 ივნისი 2026

 

ძირითადი მიზნები

პროექტის მიზანია სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობა, კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება,   ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა, დემოკრატიული დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული ტრანზიციის პროცესების ხელშეწყობა, საბჭოთა წარსულის შესწავლა, ანალიზი და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვა და გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების მიზნით ინოვაციების ხელშეწყობა.

 

 

პროექტის აღწერა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველომ მიაღწია საერთო პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შემუშავების, ასევე, მმართველობის ეფექტურობისა და სამართლიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუმცა, ეს პროცესები საგრძნობლად შენელდა არაერთი მიზეზის გამო. ქვეყანა ამჟამად დგას ისეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე, როგორიცაა არაფორმალური მმართველობა, ძალაუფლების არათანაბარი კონცენტრაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა, მაღალი დონის კორუფცია და მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების პოლიტიკური ნების არარსებობა. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა უარყოფით გავლენას ახდენს ქართულ დემოკრატიაზე. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში თავისი გავლენა იქონია როგორც რეგიონზე, ასევე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

 

დასახელებული გამოწვევები  ცხადყოფს აშკარა აუცილებლობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ და პროდასავლურ განვითარებას და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რათა სახელმწიფომ მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა. დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესების, კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობისა და სტრუქტურული და საკანონმდებლო რეფორმების/ცვლილებების წარმატებით ადვოკატირების 14 წლიანი გამოცდილებით, IDFI აპირებს დაუპირისპირდეს საქართველოში დემოკრატიისა და კარგი მმართველობის წინაშე მდგარ გამოწვევებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის, მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიზნით IDFI იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებაზე, კორუფციასთან ბრძოლის ძირითადი მიზნების მიღწევაზე, საჯარო ინსტიტუტების გამჭვირვალობის ამაღლებაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე, კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაზე, უფრო ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერაზე, დემოკრატიული დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული ტრანზიციის პროცესების ხელშეწყობაზე, მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციების ხელშეწყობაზე.

 

ამ მიზნების მისაღწევად IDFI იმუშავებს ყველა რელევანტურ საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოებრივ დაინტერესებულ მხარესთან. ორგანიზაცია ასევე აქტიურად გამოიყენებს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ქსელებს და პლატფორმებს არჩეულ სფეროებში დადებითი ცვლილებების მიღწევის მიზნით. ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასშტაბური შედეგების მიღწევას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობით, როგორიცაა განათლება, გენდერი და გარემოს დაცვა. ორგანიზაცია მნიშვნელოვან ყურადღებას გაამახვილებს მონიტორინგისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის პროექტებზე, ასევე, კონსულტაციისა და შესაძლებლობების განვითარების პროექტებზე რეგიონში და გლობალურად.

 

 

ბიუჯეტი

ხელშეკრულება

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024