მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 27 ნოემბერი 2023

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კორუფციასთან ბრძოლაშიკრიტიკულ როლს ასრულებს და კარგი მმართველობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალობის კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიუროკრატიული ხარჯებისგამჭვირვალობა, რომელიც შრომის ანაზღაურების, ავტოპარკის შენახვის, და სხვა მსგავს ხარჯებთან ერთად, მოიცავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ხარჯებს. მსგავსი ხარჯების გამჭვირვალობა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (LSG Index) 2023 წლის ანგარიშის[1] თანახმად,წარმომადგენლობითი ხარჯები პროაქტიულად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 11 მერიის შემთხვევაში.

 

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს უწყებების მიერ ორგანიზებულ მიღებებზე, ოფიციალურსადილებზე, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს. კერძოდ, ქართულკანონმდებლობაში[2] არსებული ჩანაწერის თანახმად, წარმომადგენლობითი ხარჯი წარმოადგენს პირისმიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯს, რომელიც მოიცავს პირის სახელითგამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს, საექსკურსიოდა კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს, სუვენირების შეძენის და სხვა მსგავს დანახარჯებს.

 

2020-2021 წლებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებდა, რომ წარმომადეგნლობითი ხარჯები მცირდებოდა, რაც განპირობებული იყო პანდემიის შედეგად შექმნილსიტუაციასთან (პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები ბუნებრივად ამცირებდა სამივლინებო, წარმომადგენლობით და სხვა მსგავს ადმინისტრაციულ ხარჯებს) და ნაკლებად კავშირში იყოადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციასთან. წინამდებარე ანალიზის ფარგლებში IDFI-მ შეისწავლა რამოცულობის წარმომადგენლობითი ხარჯები გასწია მუნიციპალიტეტებმა 2022 წელს, პოსტპანდემიურპერიოდში.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 2022 წელს გაწეული მსგავსი ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიმართა. კვლევისმიზნებისთვის ინფორმაცია ჯამში 37 მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვაწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომმუნიციპალიტეტთა 40%-ის (14 მუნიციპალიტეტი) შემთხვევაში ინფორმაცია არასრულყოფილი სახით იქნამოწოდებული და არ მოიცავდა ხარჯთა მიზნობრიობის დაკონკრეტებას. მიღებული პასუხებით ირკვევა,რომ წარმომადგენლობითი ხარჯები საერთოდ არ გაწეულა დუშეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისმერიების მიერ.

 

2022 წელს, 35-მა თვითმმართველმა ერთეულმა წარმომადგენლობით ღონისძიებებზე, საერთო ჯამში,1,828,618.06 ლარი დახარჯა. საერთო ხარჯის უმეტესობა მუნიციპალიტეტების მხრიდან გაწეულ იქნამიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, სასტუმროს ხარჯებზე, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებსა[3]და მოწვეული სტუმრებისთვის საჩუქრების/სუვენირების შეძენაზე. გამომდინარე იქედან, რომ საჯაროინფორმაციის მოთხოვნა მუნიციპალიტეტების გარკვეულმა ნაწილმა (მაგ, ქუთაისი) უპასუხოდ დატოვა, 2022 წელს, მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საერთო მოცულობაგაცილებით დიდი იქნება.

 

2022 წელს ყველაზე მასშტაბური წარმომადგენლობითი ხარჯით - 837,742.66 ლარი - თბილისიმუნიციპალიტეტის მერია გამოირჩევა. დედაქალაქის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,აღნიშნული ხარჯები მერიის ადმინისტრაციის მიერ, თბილისში ტურიზმის მხარდაჭერის, თბილისისგანვითარების კვლევების, სტრატეგიებისა და პროექტების, ასევე ბიზნესის სტიმულირების დასახელებითიქნა გაწეული და უმეტესწილად სტუმრების მიღების, წვეულებებისა და ღონისძიებების ხარჯებს მოიცავს.

 

რიგით მეორე ყველაზე მაღალი ხარჯით (168,180.79 ლარი) მესტიის მუნიციპალიტეტის მერია გამოირჩევა,თუმცა, მუნიციპალიტეტმა საპასუხო წერილში ხარჯთა მიზნობრიობა არ დააკონკრეტა. მნიშვნელოვანიხარჯი გასწია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამაც (111,246.5 ლარი), თუმცა, მესტიის მსგავსად, მერიაარ აკონკრეტებს გამოყენებული თანხის მიზნობრიობას. საერთო ჯამში, IDFI-ის ხელთ არსებულიმონაცემებში ხუთი ყველაზე დიდი ხარჯის მქონე მუნიციპალიტეტიდან, 4 მათგანი მიზნობრიობას არაკონკრეტებს.

 

2022 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობითი ხარჯი ტყიბულის მერიამ გასწიადა ხარჯმა 51,763 ლარი შეადგინა. ხარჯებს შორის უმეტესად სამუშაო ვიზიტებსა და სხვადასხვაღონისძიების სტუმრების მიღების ხარჯები ჭარბობს.

 

წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით 42,000 ლარამდე თანხა გამოყო საჩხერისმუნიციპალიტეტის მერიამ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გაწეული წარმომადგენლობითიხარჯების აბსოლუტური უმრავლესობა (41, 440 ლარი) სტუმრების მიღებაზე, მათ ტრანსპორტირებასა დასუვენირების შეძენაზე დაიხარჯა.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,წარმომადგენლობით ხარჯები (ჯამში 40,693 ლარი), სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, სასტუმროს,კვებისა და სუვენირების შეძენას მოხმარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარესტორნო ხარჯების შესახებდეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მხრიდან მოწოდებული არ იქნა.

 

ცხრილი N1. 2022 წელს ყველაზე მაღალი წარმომადგენლობითი ხარჯის მქონე მუნიციპალიტეტები

 

იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია ცალკეული ღონისძიებების მიხედვითწარმოადგინეს, ერთჯერადად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი ხარჯი (158,592 ლარი) თბილისისმერიამ გასწია.

 

მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული ერთჯერადი ხარჯი წარმოადგენსწვეულებისა და ღონისძიების ხარჯს, თუმცა წვეულების გამართვის მიზნობრიობა არ არისდაკონკრეტებული.

  

თბილისის მერიის მიერ ერთჯერადად გაწეული ყველაზე დიდი ხარჯები

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის შემთხევაში, მთელი წლის მანძილზე გაწეული თანხის ნახევარზე მეტი (24,145 ლარი) ადგილობრივი დღესასწაულის - საჩხერლობა 2022 - გამართვას მოხმარდა, ხოლო თელავისმუნიციპალიტეტის მხრიდან, 2022 წელს გაწეულ ყველაზე მსხვილ ხარჯს სტუმრების გამასპინძლებისთვისგამოყოფილი 20,137 ლარი წარმოადგენდა. ტყიბულის მერიის შემთხვევაში ყველაზე მსხვილი (14,504 ლარი) ხარჯი “ტყიბულქალაქობისადმი” მიძღვნილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო.

 

ცხრილი N2. მუნიციპალიტეტების მხრიდან გაწეული ყველაზე მაღალი წარმომადგენლობითი ხარჯები

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2022 წელსგანხორციელებული ყველაზე დიდი ხარჯის მქონე სარესტორნო მომსახურების გადახდისდამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოითხოვა. სარესტორნო მომსახურება 3,000 ლარიდან 14,000 ლარამდე მერყეობს და უმეტეს შემთხვევაში, ალკოჰოლური სასმელების ხარჯსაც მოიცავს. მაგალითებისსახით იხილეთ ქვემოთ მოცემული გადახდის ამსახველი დოკუმენტები.

 

მაგალითი N1. ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სარესტორნო მომსახურების დროს გაწეული ხარჯი

 

     

 

 

 

დასკვნა

 

2022 წელს, წარმომადგენლობით ხარჯებზე არაერთი მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა გაწეული სოლიდური თანხები, თუმცა, თვითმმართველ ერთეულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხარჯთა მიზნობრიობას არ აკონკრეტებს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად მოწოდებული მხოლოდ ჯამური ოდენობა ვერ ჩაითვლება სრულყოფილ პასუხად, რაც მუნიციპალურ ხარჯთა ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების ნაკლებობაზე მიუთითებს.

 

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე განსაკუთებით საყურადღებოა ის უწყებები, რომლებიც საერთოდ არ პასუხობენ წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას. აღნიშნული პრაქტიკა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს ეწინააღმდეგება, და აჩენს არასათანადო ხარჯვითი პოლიტიკის ეჭვებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ისეთი უწყებების ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის წარმომადგენლობითი ხარჯების) მონიტორინგს, რომლებიც გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით.

 

_________

 

[1] საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება (2023).  ხელმისაწვდომია: http://www.lsgindex.org/ge/outcome/view/4 

[2] საქართველოს საგადასახადო კოდექსი. მე-8 მუხლი. 33-ე პუნქტი

[3] ქალაქის/მუნიციპალიტეტისადმი მიძღვნილი დღესასწაულები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024