IDFI-ს სამწლიანი სტრატეგიული სამართალწარმოება წარმატებით დასრულდა: მედიააკადემიას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 11 იანვარი 2024

IDFI-ს სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად მნიშვნელოვანი პრაქტიკა დამკვიდრდა. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის (შემდგომ - ComCom)  ააიპ მედიააკადემიის პოზიცია და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მედიააკადემია ჩაითვალა დაწესებულებად, რომელსაც ევალება საჯარო ინფორმაციის გაცემა. სამართალწარმოების შედეგად, დაინტერესებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა მიმართონ და მიიღონ საჯარო ინფორმაცია უშუალოდ მედიააკადემიისგან და იგი ვერავის ეტყვის უარს ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მასზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის საკანონმდებლო მოთხოვნები. 

 

2018 წელს ComCom-მა დააფუძნა კერძო სამართლის იურიდიული პირი - მედიააკადემია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მაგალითად მედიაკრიტიკის პლატფორმა. 2020 წლის იანვარში, IDFI-მ მედიააკადემიისგან მოითხოვა ინფორმაცია მისი საქმიანობისა და ფინანსების შესახებ. განცხადება, ისევე როგორც შემდგომ კომუნიკაციების კომისიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კომუნიკაციების კომისიის პოზიციით, მედიააკადემია არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და მას არ ევალებოდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხის გაცემა. 

 

2020 წლის აპრილში, IDFI-მ დაიწყო სტრატეგიული სამართალწარმოება მედიააკადემიის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანი იყო დაგვედასტურებინა, რომ მედიააკადემია არ იყო ორდინალური კერძო სამართლის იურიდიული პირი. იგი შექმნილი იყო და ფინანსდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ასრულებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას,  ანგარიშვალდებული იყო ხალხის წინაშე და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. 

 

სამართალწარმოების პროცესში 2021 წლის 25 თებერვალს დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო მედიააკადემიის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, 2021 წლის 20 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ხოლო 2023 წლის 21 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ მედიააკადემიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. მთლიანობაში, მედიააკადემია ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ იქნა მიჩნეული, რომელიც შებოჭილია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებით ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მედიააკადემიას დაევალა  IDFI-ს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. 

 

 

ვრცლად: უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე IDFI ა(ა)იპ მედიააკადემიის წინააღმდეგ

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024