IDFI-მ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - 2023-ის ფინალისტი, ნინო ნიპარიშვილი დააჯილდოვა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 27 ოქტომბერი 2023

2023 წლის 27 ოქტომბერს,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, კასპის მრავალპროფილიან სკოლა-გიმნაზიაში არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - 2023-ის ფინალისტი, ნინო ნიპარიშვილი საბჭოთა რეპრესიების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვა და პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და პოპულარიზაციაზე, ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის როლზე თავისუფალი და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქის ფორმირების პროცესში. აღნიშნა, რომ IDFI კვლავ გეგმავს სამომავლო თანამშრომლობას კასპის ოკუპაციის მუზეუმთან და  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, მუზეუმის როლს ახალგაზრდებში თანაგრძნობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მიმართ ინტერესის გაღვივების კუთხით. 

 

IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ნინო ნიპარიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც ფასდაუდებელია საბჭოთა რეპრესიების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მხრივ და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე კასპის ოკუპაციის მუზეუმთან მიმართებით.

 

კასპის ოკუპაციის მუზეუმი მდებარეობს კასპის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე,  შიდა ქართლის რეგიონში. მუზეუმი 2016 წელს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების არქივის უფროსმა ივანე ჯახუამ გახსნეს. სკოლა-გიმნაზია საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული. შენობის სარდაფში, სადაც მუზეუმი განთავსდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში მოწყობილი იყო წინასწარი დაკავების იზოლატორი.

 

მუზეუმის სივრცე რამდენიმე პერიოდს მოიცავს: 1924 წლის მოვლენებსა და გორის მაზრაში დახვრეტილ ადამიანებს, 1937 წლის სისხლიან რეპრესიებს კასპში, 1939 წლის გერმანელთა გადასახლებას კასპიდან და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილ და გადარჩენილ კასპელთა გასამართლებებს. სივრცეში მოწყობილია იმიტირებული კაბინეტი და წინასწარი დაკავების საკანი. აქვეა 3 სამარტოო საკანი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

 

მუზეუმში, არსებობის 7 წლის განმავლობაში,  უამრავი ღონისძიება გაიმართა, რომელთაც არაერთი საერთაშორისო სტუმარი ეწვია. მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეოთხე საერთაშორისო კონფერენციის „არქივების ღიაობის მნიშვნელობა საბჭოთა წარსულის გადაფასებასა და პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ ფარგლებში, 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ისტორიულ-საგანმანათლებლო უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ ღია ლექცია ჩაატარა, სადაც ისაუბრა რეპრესიების მიმდინარეობაზე, მასშტაბებსა და სტატისტიკის შედეგების მახასიათებლებზე. 

 

ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მუზეუმში რეპრესირებულთა საკითხზე პრეზენტაცია და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024