საერთაშორისო კონფერენცია-კარგი მმართველობის ფორუმი 2024

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 12 თებერვალი 2024

2024 წლის 8 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საერთაშორისოკონფერენცია - კარგი მმართველობის ფორუმი 2024 - გამართა.

 

ფორუმის მთავარი თემა იყო: კარგი მმართველობის პრინციპების გაუმჯობესება: საუკეთესო პრაქტიკებიდა გამოწვევები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოში კარგიმმართველობის რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობას ცნობიერების ამაღლების გზით, საუკეთესოპრაქტიკის გაცვლას და აქტიური დისკუსიის წახალისებას. ამ მიზნით, ფორუმზე განხილულ იქნაევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კარგიმმართველობის პრინციპების გასაძლიერებლად მიმართულ ძალისხმევებზე. ფორუმის მთავარი მიზანი იყოამ ქვეყნების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ დისკუსიის წახალისება და კარგიმმართველობის რეფორმების მნიშვნელობის შეფასება დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნებისმისაღწევად.

 

ფორუმი გახსნა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. „ევროკომისიის მიერ 2023 წელს ინიცირებული გაფართოების პაკეტი, საქართველოსთვის და ჩვენი მეგობრებისთვის აღმოსავლეთევროპასა და ბალკანეთში ისტორიული მიღწევა იყო. ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა მოითხოვს ჩვენსქვეყნებში მრავალი რეფორმის გატარებას. ამის მისაღწევად, მნიშვნელოვანია საუკეთესო პრაქტიკისგაცვლა, რაც ასევე დაკავშირებულია საერთო გამოწვევების, შესაძლებლობებისა და დაბრკოლებებისშესახებ დისკუსიითა და განხილვით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კარგი მმართველობის ფორუმი ხელსშეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს“, - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს მარკ კლეიტონმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმასაქართველოში, დუგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმასაქართველოში, ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ერიკ ილესმა, შვედეთის ელჩის მოადგილემ და განვითარებისადა თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა საქართველოში, და კორინ როტბლუმმა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობა ოფისი (DRG) დირექტორის მოადგილემ.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა დისკუსიები, რომლებიც ეხებოდა კარგ მმართველობასთანდაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს: კორუფციასთან ბრძოლა: ინსტიტუციური რეფორმები, ყოვლისმომცველიმიდგომები და პოლიტიკური ნება; ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და ფულის გათეთრებასთანბრძოლა; საჯარო მმართველობის რეფორმა; კარგი მმართველობის რეფორმების გენდერული მეინსტრიმინგი; კორუფციასთან ბრძოლისა და კონკურენციის გაუმჯობესების ინოვაციური მექანიზმები: ინოვაციებისახელმწიფო შესყიდვებში და ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტები; სამოქალაქოსაზოგადოების ჩართულობა რეფორმებში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივა და ა.შ.

 

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების, მათ შორის საერთაშორისოდა ადგილობრივი ექსპერტების, ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებისმონაწილეობით განიხილებოდა არა მხოლოდ გლობალური ტენდენციები, საუკეთესო პრაქტიკები, საჭიროებები და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთბალკანეთის ქვეყნები, არამედ მონაწილეები ეცადნენ გამოევლინათ ინოვაციური მიდგომები ამ რეგიონებშიდემოკრატიული პრინციპების დანერგვის პროცესში გამოაშკარავებული გამოწვევების ეფექტურადგადასაჭრელად.

 

ფორუმი ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ შვედეთისსაერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, და ასევე, თანადაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, გაეროსქალთა ორგანიზაციის (UN Women), ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგბრძოლის შესახებ ევროკავშირის გლობალური ინიციატივისა (AML/CFT Global Facility), და ღიამმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ.

 

ფოტოგალერეა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024