IDFI-მ ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 6 თებერვალი 2024

2024 წლის 6 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ესეების კონკურსის “დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში”გამარჯვებულები დააჯილდოვა.

 

კონკურსის მიზანი სტუდენტებში მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში წარსულისა და თანამედროვე მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

 

ესეების კონკურსის ფარგლებში, სულ შემოვიდა 70-მდე საკონკურსო ნაშრომი, რომელთა შორისაც კომისიამ საპრიზო ადგილებისთვის შეარჩია სამი კონკურსანტის ესე:

 

I - ნიკოლოზ სარაჯიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი)

 ”ქართული საზოგადოებრივი აზრი ისტორიული მეხსიერების ფორმირების საწყისებთან: 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების რეპრეზენტაცია ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში”

 

II - ნია კუჭავა (თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის (ბაკალავრიატის) II კურსის სტუდენტი)

”რეალობის ხელახალი ფორმირება: დეზინფორმაციის როლი ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯებაში”

 

III - თამარ ტაბატაძე (ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრი პროგრამის  მაგისტრანტი)

”დეზინფორმაციის ევოლუცია: მე-20 საუკუნის პროპაგანდიდან 21-ე საუკუნის ყალბ ამბებამდე”

 

დაჯილდოების ცერემონიაზე, IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის როლს ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში და საზოგადოებასა და ისტორიულ ნარატივებზე დეზინფორმაციის გავლენის გაანალიზების მნიშვნელობას.

 

 IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა კონკურსანტთა ნაშრომების მრავალფეროვნებასა და შინაარსობრივ მხარეზე, რაც  წარსულის კვლევისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

 

ღონისძიების დასასრულს, IDFI-ს წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს კონკურსანტებს და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

გამარჯვებულთა ესეები გამოქვეყნდება IDFI-ს ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე, საავტორო უფლებების დაცვით.

 

კონკურსი განხორციელდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024