სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2015-2016)

პროექტები | დასრულებული პროექტები 24 აგვისტო 2015

 

   

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება

დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი

მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 94.785 €

საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ივლისი, 2015 – 10 თებერვალი, 2016

 


მიზნები:

 

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გარდა, პროექტის ფარგლებში კრიტიკულად იქნება შეფასებული სტრატეგიის არსებული გამოწვევები და განხორციელების პროცესი, იმისათვის რომ მოხდეს ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები.

 

 

არსებული მდგომარეობა:

 

სტრატეგია „საქართველო 2020“ მიმოიხილავს ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორებს და მათი გადაჭრის გზებს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2020 წლამდე დაგეგმილი ღონისძიებები და დასახული მიზნები. მთავრობამ უკვე დაიწყო სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მიმართულებებით შესაბამისი რეფორმების გატარება, რაც გატარებული ღონისძიებების კრიტიკულ ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.

 

 

ღონისძიებები და აქტივობები:

 

• ანალიტიკოსების მხარდასაჭერი საქმიანობა:

o სამდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება და გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „საქართველო 2020“-ის შესახებ ლექციებისა და დისკუსიების ჩატარება;

o ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ოთხი საუკეთესო ანალიტიკოსის შერჩევა და ოთხთვიანი სტიპენდიის გაცემა;

o პროექტის შემაჯამებელ ფორუმზე საუკეთესო ანალიტიკოსის დაჯილდოება.

 

• ლექტორების მიერ ჩატარებული ხუთი ბლოკ-კურსის ორგანიზება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ახალციხე, თბილისი); 

 

• საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან "საქართველო 2020"-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება ხუთი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება;


• 2016 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება სტრატეგიული დოკუმენტ - "საქართველო 2020"-ის შესახებ. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან საქართველოზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით);


• პროექტის დასასრულს იგეგმება შემაჯამებელი პუბლიკაციის გამოცემა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ანალიტიკოსების კონკურსისთვის შექმნილი ნაშრომები, ასევე დარგის სპეციალისტების ანალიზი და რეკომენდაციები.

 


სამიზნე პირები:

 

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ანალიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.

 

 

წარმატების ინდიკატორები:

 

პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. საზოგადოებრივი ჩართულობა განისაზღვრება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში სამიზნე ჯგუფების მონაწილეთა რაოდენობით და ჩართულობის ხარისხით. პრობლემების იდენტიფიკაციისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის მოხდება საბოლოო ანგარიშის მომზადება და მისი გაცნობა მთავრობის წევრებისათვის.

 

 

რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად:

 

იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ, IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს. მეორეს მხრივ კი, ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები). 

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024