დისკუსია - ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 18 სექტემბერი 2015

ხუთშაბათს, 17 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“; დისკუსია ჩატარდა პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სადისკუსიო პანელში მომხსენებლებად წარდგნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარბაქაძე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ გაგუა; დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები ბესო ნამჩავაძე და ირაკლი დოღონაძე.


მომხსენებლებმა ისაუბრეს ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. პანელის მონაწილეების მხრიდან ყურადღება იქნა გამახვილებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების საგარეო ფაქტორებზე. ძირითადად აქცენტი გაკეთდა გარე შოკებზე, რომელთა შორის შეიძლება გამოიყოს მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნა, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი და უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შემცირება.

 

აღნიშვნის ღირსია ეროვნული ბანკის წარმომადგენლების პოზიცია, რომ არსებული გარე შოკების ნეგატიური გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უკვე მთლიანად არის ასახული არსებულ კურსში და ამ მხრივ, არ არის მოსალოდნელი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება. აგრეთვე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შეეხნენ საქართველოში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებს. დისკუსიის ფარგლებში ითქვა, რომ მოსალოდნელია წლის ბოლომდე წლიური ინფლაციის მაჩვენებლის 7%-მდე ზრდა, ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან ამ მაჩვენებლის ეტაპობრივი კლება.

 

აგრეთვე, დისკუსიის ფარგლებში გამოითქვა დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან შენიშვნები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, ბესო ნამჩავაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისა და ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც დასტურდება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობის კლებაში 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემების წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარების საფუძველზე.

 

დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც, კითხვების და კომენტარების სახით.

 

პროექტის ფარგლებში იქმნება სადისკუსიო პლატფორმა და მთლიანობაში ჩატარდება 5 მსგავსი ტიპის შეხვედრა. მომავალში, სადისკუსიო შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:


• საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარება
• ფისკალური სტაბილურობა
• განათლების რეფორმა
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

 

პროექტი ხორციელდება ბრემენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

იხილეთ პროექტის მედია გაშუქება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024