საერთაშორისო ფორუმი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 29 იანვარი 2016

1-2 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო ფორუმს „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ფორუმი წარმოადგენს პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ დასკვნით ღონისძიებას.


ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისასალმებელ სიტყვებს ასევე წარმოთქვამენ იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბეტინა კადენბახი - გერმანიის ელჩი საქართველოში და გიორგი კლდიაშვილი - IDFI-ს დირექტორი.

ღონისძიების თითოეული დღე დაყოფილია ორ ნაწილად და მოიცავს ისეთ განსახილველ საკითხებს, როგორიცაა:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები 
  • საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები 
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარება 
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარება


მოწვეული მომხსენებლები იმსჯელებენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგო თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესზე, კარგ მმართველობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს ეწვევიან:

  • მაიკლ ემერსონი - ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი
  • ფედერიკო ტარანტინი - საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერი, ევროკომისია
  • იოხენ ციმერმანი - ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი 
  • ანდრეი ილარიონოვი - Cato Institute, უფროსი მკვლევარი
  • ლინკოლნ მიტჩელი - ექსპერტი საქართველოს საკითხებში
  • მაიკლ ჩეჩირე - საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024