სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (2014-2015)

პროექტები | დასრულებული პროექტები 10 ოქტომბერი 2014

 

საგრანტო ხელშეკრულების სახელი: სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)
დონორი ორგანიზაცია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
გრანტის მიმღები ორგანიზაცია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
პარტნიორი ორგანიზაცია: ბრემენის უნივერსიტეტი
მთლიანი საგრანტო თანხის ოდენობა: 86 580 €
საგრანტო ხელშეკრულების ვადა: 10 ოქტომბერი, 2014-10 თებერვალი, 2015

 

მიზნები:


პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას სტრატეგიულ დოკუმენტთან (საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“) დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ დისკუსიებში.

 

არსებული მდგომარეობა:
სტრატეგიულ დოკუმენტში ხორციელდება ე. წ. „Growth Diagnostic Method“-ით იმ მთავარი პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება, რომლებიც ქართული ეკონომიკის ზრდას უშლიან ხელს. ესენია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ადამიანური რესურსების არასაკმარისად განვითარება (განათლების სისტემა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემა) და კრედიტების ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დოკუმენტში საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად დასახულია კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. სტრატეგიაში ჩამოთვლილია ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2017 - 2020 წლების პერიოდისთვის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და დასახული მიზნები.

 

პროექტის კავშირი სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებებსა და პროექტებთან:
ვინაიდან მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროცესის არა თუ ორგანიზება, არამედ ინიცირებაც არ მოახდინა, არ არსებობს დუბლირების საშიშროება.

 

ღონისძიებები და აქტივობები:

  • საქართველოსა და გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების დოცენტებისა და დოქტორანტების ბლოკ-კურსების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (განსაკუთრებით რეგიონებში), მაგალითად, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იქნება ოთხი ბლოკ-კურსი შემდეგ თემებზე: ფინანსური განვითარება, სოციალური დაცვის სისტემები, ეკონომიკური პოლიტიკა და კულტურის მენეჯმენტი.
  • ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების მხარდასაჭერი ქმედებები:
    • ქართველი ბლოგერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდა ანალიტიკოსებისთვის სამდღიანი ვორქშოპის ორგანიზება;
    • ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ბლოგერებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსების შერჩევა; სამთვიანი სტიპენდიების გაცემა;
    • ქართველი ბლოგერებისთვის კონფერენციის („ბლოგერების დღე“) ორგანიზება და საუკეთესო ბლოგერების დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიაში/საქმიანობის სფეროში;
  • 2015 წლის თებერვალში კონფერენციის ორგანიზება თემაზე „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“. კონფერენციაზე ქართველ ექსპერტებთან ერთად მოწვეული იქნებიან ცნობილი გერმანელი ექსპერტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით).
  • საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტთან „საქართველო 2020“-თან დაკავშირებით დისკუსიების ჩატარება შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. ორგანიზებული იქნება სამი საჯარო დისკუსია. დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იქნებიან როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი ეხება. დისკუსიებზე განხილული იქნება მიმდინარე რეფორმები სოციალური დაცვის სისტემასა (ჯანდაცვისა და საპენსიო რეფორმები) და განათლების სფეროში, ასევე საქართველოს ფინანსური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობა.

 

სამიზნე პირები:
პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები (ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები), ქართველი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ქმედებებით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფები.

 

წარმატების ინდიკატორები:
პროექტის წარმატება გამოცდილი იქნება სხვადასხვა გზით. კონფერენციებზე გავავრცელებთ კითხვარებს უშუალოდ მასში მონაწილე მკვლევარების/მეცნიერების მიერ უკუკავშირის (Feedback) მისაღებად. ასევე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დავაკვირდებით სტრატეგიული დოკუმენტის თაობაზე გამართულ საჯარო დებატებს. მოველით, რომ განსაკუთრებით კონფერენცია „სტრატეგიული დოკუმენტის - „საქართველო 2020“-ის პერსპექტივების მეცნიერული ანალიზი“ 2015

წლის თებერვალში ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას გამოიწვევს. ამასთან, სტიპენდიანტებისგან (ბლოგერები/არასამთავრობო ორგანიზაციების ანალიტიკოსები) სტიპენდიის მიღების დამთავრების შემდეგ მივიღებთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა განმარტავდეს თუ რისთვის იქნა სტიპენდია გამოყენებული და რამდენად შეუწყო ხელი მათ შემდგომ განვითარებას. ამას გარდა, ბლოკ-კურსების ფარგლებში უნდა მოხდეს კითხვარების გავრცელება, რისი მეშვეობითაც, მაგალითად შესაძლებელი იქნება აღნიშნულ კურსებზე თითოეული მონაწილის მიერ მიღებული ცოდნის დონის დადგენა.

 

რა ღონისძიებები არის დაგეგმილი საზოგადოებაში პროექტის ცნობადობის უზრუნველსაყოფად:
იმისათვის, რომ პროექტის ცალკეულმა ღონისძიებებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ, მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება კონტაქტი ქართულ მასმედიასთან (მაგ.: სატელევიზიო არხები, გაზეთები და ვებ-გვერდები). ერთის მხრივ IDFI ფლობს ბეჭვდითი და ციფრული პრესის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებთან კონტაქტებს, მეორეს მხრივ კი ინსტიტუტს წინა პროექტების ფარგლებში წარმატებით აქვს განხორციელებული მთელი რიგი საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიები (PR-კამპანიები).

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024