სალექციო კურსი - საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ტრენინგები | პუბლიკაციები | სტატია 6 იანვარი 2015

                                               

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სალექციო კურსების სერიას. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ოთხდღიან სალექციო კურსში “საქართველო 2020 და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“. სალექციო კურსს გაუძღვება ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი სებასტიან ტიდემანი.

მონაწილეთათვის გაიცემა IDFI-ს, გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტის და ბრემენის უნივერსიტეტის ერთობლივი სერთიფიკატი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ინფორმაცია: სახელი, გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, სპეციალობა, სემესტრი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და მოკლე სამოტიცავიო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: georgia2020@idfi.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 იანვარი. კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

 

სალექციო კურსი გაიმართება 2015 წლის 26, 27, 28 და 29 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ) 106-ე აუდიტორიაში, 12:00-დან 14:00-საათამდე. სამუშაო ენა: ინგლისური.

 

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ კურსზე დარეგისტრირებული სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ტრანსპორტირებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ოფისიდან (გრიბოედოვის ქ. 3) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტამდე და უკან ოფისში.

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:

ლექცია 1-2
კურსის ზოგადი მიმოხილვა; საქართველო 2020-ის მოკლე მიმოხილვა; საქართველოს ფინანსური სისტემა; შესავალი საერთაშორისო ინვესტიციებში


ლექცია 3-4
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და საერთაშორისო ვაჭრობის ზოგადი მიმოხილვა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მახასიათებლები; გლობალური ფინანსური სისტემის განვითარების საკითხი; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ალტერნატივები


ლექცია 5-6
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებზე ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები; რეგულაციები, საგადასახადო სისტემა, ეკონომიკური გარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; ანგარიშგების სისტემა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; გზამკვლევი საქართველოსთვის, რომ შექმნას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემო


ლექცია 7-8
წარმატების მოპოვება საერთაშორისო ინვესტიციებში; International Risk; გლობალური საინვესტიციო ფილოსოფიები; International Asset Pricing; ეროვნული და საერთაშორისო CAPM; ბაზრის არასრულყოფილება და პრაქტიკული ზეგავლენა

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022