სასერტიფიკატო პროგრამა პროექტ საქართველო 2020-ის ფარგლებში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 24 თებერვალი 2015

2015 წლის 21 თებერვალს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის: საქართველო - სტრატეგია 2020 დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.  სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული კურსების საფუძველზე მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები. თითოეული სტუდენტის მიერ შერჩეული საპრეზენტაციო თემა დაფუძნებული იყო პროგრამის განმავლობაში შეთავაზებულ სალექციო კურსებს. სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები ყურადღებას ამახვილებდა საზოგადოებისათვის აქტიურ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.

 

სასერტიფიკატო პროგრამა შეთვაზებული იყო პროექტ „საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერების“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

 

სასერტიფიკატო პროგრამის განმავლობაში შეთავაზებული იყო შემდეგი კურსები:



1. უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარებისათვის (5 საათი) 

კურსი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივას "განათლება მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების რე-ორიენტირების ადვოკატორების 5-პუნქტიან პროგრამას (გაეროს უ/გ მდგრადობის დეკლარაცია 2012წ., ევროკავშირის მდგრადი განვითარების სტრატეგია 2006წ). კურსის მსმენელები გაეცნობიან გაეროს ზემოთხსენებული ინიციატივის დანერგვაში დღემდე მიღწეულ პროგრესს, ისევე როგორც დაბრკოლებებს, რომელსაც დეკლარაციაზე ხელმომწერი უნივერსიტეტები აწყდებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებების მდგრადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების რეალიზებაში.

 

Key concepts: EU SDS, UN Higher Education Sustainability Initiative Rio +20, International Sustainable Campus Network



კურსის ლექტორი: თეა გერგედავა (ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპ. უფროსი)



2. კულტურის პოლიტიკა ურბანული პოლიტიკის კონტექსტში (5 საათი)

კურსის თემატიკა ეფუძნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მოთხოვნებს, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, რომელიც სავალდებულოა კულტურის პოლიტიკისა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებისას აღსასრულებლად. ყურადღება გამახვილდება ურბანულ სივრცეში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ხელშეწყობის მექანიზმებზე, ამასთან განიხილება ევროპული ქალაქების წარმატებული მართვის მოდელები. კურსის მიზანია კულტურული და ურბანული პოლიტიკის პრობლემები წარმოაჩინოს ადამიანის უფლებათა ჭრილში, ასევე გამოყოს საზოგადოების როლი კულტურისა და ურბანული პოლიტიკის შემუშავების საქმეში (უფლებები და პასუხისმგებლობები). ძირითადი ფოკუსი მიმართული იქნება ურბანული კულტურის განვითარებასა და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საქართველოს რეალობაში.



კურსის ლექტორი: კონსტანტინე ნაცვლიშვილი (ბაზელის უნივერსიტეტის მაგისტრი, კულტურის პოლიტიკისა და მენეჯმენტის ექსპერტი)



3. სამომხმარებლო უფლებების დაცვა და კონკურენციის პოლიტიკა (5 საათი)

კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან სამომხმარებლო უფლებების დაცვასა და კონკურენციის პოლიტიკაში არსებულ კანონმდებლობას. მიიღებენ ინფორმაციას სამომხმარებლო უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კონკურენციის სააგენტოს შესახებ, ასევე, ზოგადად სახელმწიფო სამომხმარებლო უფლებების დაცვისა და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ. კურსი წაკითხულ იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე. 


კურსის ლექტორი: დავით მაისურაძე (კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრი, თსუ-ს დოქტორანტი)



4. შრომის სამართალი (5 საათი)

კურსის მიზანია, გააცნოს დამსწრეებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის. გამოყოფილი იქნება აქტუალური საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი ასპექტები და სხვა. დამსწრეებს ასევე გავაცნობთ საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ 

ვალდებულებებს, შრომის სამართლის გარშემო. დამატებით ვისაუბრებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ზეგავლენაზე შრომით ურთიერთობებზე.


კურსის ლექტორი: სოფიო საჩალელი („მასურაშვილისა და საჩალელის იურიდიული ოფისი“-ს პარტნიორი, ტრიერის უნივერსიტეტის დოქტორანტი)



ლექტორებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. პროგრამაში მონაწილე 25 სტუდენტს გადაეცა ბრემენის უნივერსიტეტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის სალექციო კურსების შეთავაზებას მსურველებისათვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024