IDFI აცხადებს კონკურსს: საქართველო 2020

სიახლეები 27 ოქტომბერი 2014

                                                            

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დაარსდა 2009 წელს და წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს. IDFI-ის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ასევე, სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა სამეცნიერო-კვლევითი (think-tank) საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული ანალიტიკური ნაშრომებისა და რეკომენდაციების სახით.


IDFI და ბრემენის უნივერსიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ პროექტს სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB). აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის - საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #400 დადგენილება), და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების სტიმულირება და ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ინტერნეტ-სივრცის აქტიურ მომხმარებლებს (ბლოგერებს, ანალიტიკოსებს და სხვა პირებს). კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.


მსურველებს გთხოვთ, თქვენი CV და ესსე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancies@idfi.ge . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - საქართველო 2020.


CV და ესსე უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე.


ესსეში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს) განხილული უნდა იყოს სამი საკითხი:


1. როგორ დაახასიათებს კონკურსის მონაწილე თავის საქმიანობას - იყოს ავტორი ინტერნეტ-სივრცეში და რა მნიშვნელობას ანიჭებს ამ საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში;
2. უნდა შეაფასოს თავისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი. უნდა აღნიშნოს თუ რატომ მოსწონს ეს ნაშრომი, რა გამოხმაურება ჰპოვა ამ ნაშრომმა და მიუთითოს მისი ინტერნეტ-ბმული;
3. რა აქტივობებს განახორციელებს საქართველოს მთავრობის - სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-თან დაკავშირებით სამოქალაქო ინფორმირებულობის ზრდის კუთხით.

 


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 9 ნოემბერი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება განცხადებების გადარჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე - შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.


კონკურსის შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ IDFI-ის მიერ მოწყობილ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - ,,სტრატეგია - 2020“. გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს IDFI და ბრემენის უნივერსიტეტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაუნიშნავენ 3 თვიან სტიპენდიას 500 ევროს ოდენობით. კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს შორის გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატს/ებს, 2015 წლის იანვარში, IDFI-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებაზე ,,ბლოგერის დღე“ გადაეცემა სოლიდური ფულადი პრემია. საპრიზო ფონდი შეადგენს 2000 ევროს. 

 

საბუთების მიღება 27 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით
გასაუბრება 14-15-16 ნოემბერი
შეხვედრა შერჩეულ კანდიდატებთან 17 ნოემბერი 
გასვლითი სამუშაო შეხვედრა-"სტრატეგია-2020" 21-22-23 ნოემბერი (პარასკევი-შაბათი-კვირა)

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024