საქართველო 2020 - გასვლითი შეხვედრა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 25 ნოემბერი 2014

 

                                                          

,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)". პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.პროექტის ერთერთი კომპონენტია ინტერნერტ სივრცის აქტიურ მომხმარებელთა ჩართულობა, რომელთა შესარჩევად ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი.

 

21-22-23 ნოემბერს ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა (სულ 12-მა კანდიდატმა). გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (როგორც „საქართველო - 2020“-ის იმპლემენტაციის კოორდინაციის განმახორციელებელმა) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (როგორც „საქართველო - 2020“-ის შემუშავების ორგანიზატორმა) წარმომადგენლებმა.


სამუშაო შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ბლოგი - შემოქმედებითი და აკადემიური წერის გასაყარზე, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს „საქართველო - 2020“-ის შემუშავების და იმპლემენტაციის კოორდინაციის პროცესზე. კონკურსის მონაწილე კანდიდატებმა წარმოადგინეს საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის გეგმები „საქართველო - 2020“-თან დაკავშირებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024