პროექტ სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ის დასკვნითი ღონისძიება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 თებერვალი 2016

2016 წლის 9 თებერვალს გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს დასკვნითი ღონისძიება.

 

დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვა გიორგი ხიშტოვანი - პროექტის დირექტორი და გერმანიის საელჩოს კულტურის, პრესის და პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი - კროსტოფერ ფრონცეკი. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიებში, სალექციო კურსებში და საერთაშორისო ფორუმში მონაწილე ექსპერტები და საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ანალიტიკოსების კონკურსის და სალექციო კურსების ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურისის გამარჯვებულები. ანალიტიკოსების კონკურსში გაიმარჯვა მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა - თენგიზ ვერულავამ, რომელსაც ჯილდოს სახით 2000 ევრო გადაეცა. სალექციო კურსების ფაგლებში ჩატარებულ ესსეების კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 სტუდენტი, რომლებმაც დაწერეს ბლოგები კარგ მმართველობაზე და არაფორმალურ ეკონომიკაზე. ანა ხარჩილავას, ნათია ოთანაძეს, ბექა კაციტაძეს, ბექა ნასრაშვილს, ქრისტინე ღონღაძეს, ანა გაგუას და ტარიელ შეტეკაურს საჩუქრად გადაეცათ Kindle. ნაზიბროლა აბუთიძეს, ნოდარ ხიჯაკაძეს, ნინო კანდელაკსა და ეკა ლაბარტყავას კი უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.

 

9 თებერვალს გამართული ღონისძიებით დასრულდა პროექტი „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“. პროექტი ხორციელდებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ, ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

პროექტი მიმდინარეობდა შვიდი თვის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ხუთი დისკუსია, რვა სალექციო კურსი, ანალიტიკოსების კონკურსი და საერთაშორისო ფორუმი.

 

ფოტოალბომი

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024