სალექციო ბლოკ-კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სიახლეები 11 ნოემბერი 2015

9 და 10 ნოემბერს, IDFI-ს ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სალექციო ბლოკ-კურსი “ფინანსური აღრიცხვა და ინვესტიციები”. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

ბლოკ-კურსს უძღვებოდა ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარი - სებასტიან ტიდემანი. სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს მკვლევარმა განიხილა საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები (IFRS) და იმსჯელა IFRS-ის დანერგვის უპირატესობებსა და შეზღუდვებზე. გერმანიიდან მოწვეულმა მკვლევარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტს გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით და გააცნო სტუდენტებს IFRS-ის გლობალური დანერგვის და გავრცელების ტენდენციები. ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებს ევალებოდათ რამდენიმე დავალების შესრულება, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ლექციის მიმდინარეობისას გამართულ დისკუსიაში.

 

სალექციო ბლოკ-კურსის მეორე დღეს სებასტიან ტიდემანმა ისაუბრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარგებლის თავისებურებებზე და მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ტიდემანმა ასევე განიხილა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი პირობები, ინვესტიციების დივერსიფიკაციის უპირატესობები და ამასთანავე ისაუბრა ინვესტიციებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ურთიერთმიმართებაზე.

 

ბლოკ-კურსის ბოლო ნაწილში გერმანელმა მკვლევარმა ქართველ სტუდენტებს გააცნო ბიზნეს ანალიზისა და ფინანსური ანალიზის თავისებურებები და მნიშვნელობა, რის შემდეგაც სტუდენტებმა ახალგაზრდა მკვლევართან ერთად განიხილეს ბიზნეს ანალიზის და ფინანსური ანალიზის რამდენიმე ქეისი. 


ორდღიანი ლექციების სერიის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცა IDFI-ს, ბრემენის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი სერტიფიკატი. ასევე, აქტიურ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ სახელმძღვანელოები.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024