სალექციო ბლოკ-კურსი GIPA-ში

სიახლეები 29 დეკემბერი 2015

15, 18, 22 და 25 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI-ს) ორგანიზებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლაში (GIPA) გაიმართა სალექციო ბლოკ-კურსი „კარგი მმართველობა საქართველოში“, რომელსაც გაუძღვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე – ლევან ავალიშვილი. ღონისძიება ჩატარდა პროექტ “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება IDFI-ს მიერ ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

 

სალექციო კურსის მიზანი იყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე კარგი მმართველობის განვითარების უახლესი ტენდენციების, საჯარო მმართველობის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ინიციატივების, მექანიზმებისა და გამოწვევების შესახებ მდგომარეობის მიმოხილვა.

 

სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს, ლევან ავალიშვილმა ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე საქართველოში. მან სტუდენტებთან ერთად განიხილა ინფორმაციის თავისუფლების გარანტიებზე საქართველოში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ გარანტიებზე და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე. სალექციო ბლოკ-კურსის პირველ დღეს ასევე განხილული იყო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმები, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები და თუ როგორ ხდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ჩამოყალიბება. სტუდენტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტატისტიკას საქართველოში 2010-2015 წლებში.

 

სალექციო კურსის მეორე დღეს, ლევან ავალიშვილმა ისაუბრა ელექტრონულ მმართველობაზე და ამ მხრივ ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გავლენაზე. სტუდენტებთან ერთად განხილული იყო თუ რა ძირითადი მიმართულებებით ხდება ელექტრონული მმართვეDSC_0294ლობის პრაქტიკული დანერგვა და განვითარება. IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტრონული მმართველობის დანერგვის სტადიებზე, ელ-მმართველობის ინდექსზე და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე. სტუდენტებს მიეცათ საშუალება ემსჯელათ ელექტრონული სერვისების განვითარების დონეებზე, მის მახასიათებლებზე და ელ-მმართველობის დანერგვის სტრატეგიებზე.

 

სალექციო ბლოკ-კურსის მესამე და მეოთხე დღეს, ლევან ავალიშვილმა განიხილა კარგი მმართველობა და მისი შემადგენელი კომპონენტები. ხაზი გაესვა მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე განხილული იყო ლიბერალური დემოკრატიის 5 განზომილება და მამხილებლების დაცვის მნიშვნელობა კარგი მმართველობის განვითარების პროცესში.

 

ოთხდღიანი სალექციო კურსის შემდეგ, ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ IDFI-ს, ბრემენის უნივერსიტეტისა და GIPA-ს ერთობლივი სერტიფიკატი. აგრეთვე, ბლოკ-კურსის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ კურსის თემატიკის გარშემო დაწერონ ნარკვევი და მოიგონ Kindle, ასევე უახლესი ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა. პრიზი გადაეცემა საუკეთესო ნარკვევების ავტორებს.

 

იხილეთ ალბომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024