დისკუსია - საჯარო სამსახურის რეფორმა: ცვლილებები და პერსპექტივები

სიახლეები 1 დეკემბერი 2015

პარასკევს, 27 ნოემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საჯარო სამსახურის რეფორმა - ცვლილებები და პერსპექტივები“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. მოცემული სტატია გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმა, მისი ძირითადი მახასიათებლები, დაგეგმილი ცვლილებები და ბიუროკრატიის ეფექტიანობა.

 

დისკუსიაში მომხსენებლებად წარსდგნენ მაია დვალიშვილი - საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე; ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტის წევრი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ნინო დოლიძე - საჯარო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ლევან ალაფიშვილი - თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი და იაგო ხვიჩია - იურისტი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“-ს დამფუძნებელი.

 

დისკუსიის პირველ პანელი დაეთმო საჯარო სამსახურის რეფორმის ზოგად მიმოხილვას. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე - მაია დვალიშვილმა ისაუბრა რეფორმის კონცეფციაზე, მისი შექმნის პროცესზე და კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის ამოქმედებაც 2017 წლის იანვრიდან იგეგმება. დვალიშვილის განცხადებით, კონცეფციის შექმნისას მოხდა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რამაც განსაზღვრა ახალი კანონის მიღების აუცილებლობა. მისი თქმით, 1997 წლის კანონში დანაწევრებული და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რეგულაციების არსებობის გათვალისწინებით აუცილებელი გახდა ახალ კანონზე მუშაობის დაწყება, რომლის რედაქციაც შეიცავს ისეთ ნორმებს როგორიცაა დისციპლინური წარმოება, მოხელის უფლებრივი დაცვის მექანიზმების ახლებურად განსაზღვრა, მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და ა.შ. დვალიშვილმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ხათუნა გოგორიშვილმა ისაუბრა ახალი კანონების უარყოფითი მხარეებზე და განიხილა კანონში შესატანი აუცილებელი ცვლილებები. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ემყარება პროფესიული საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპებს, ახალი კანონით ხდება შიდა კონკურსის ჩატარება, რითაც საჯარო სამსახური იკეტება გარეშე პროფესიონალებისათვის. გოგორიშვილის განცხადებით, ჩაკეტვის პრინციპი აზარალებს საჯარო სამსახურის რეფორმის პროფესიონალიზმის პრინციპს, რადგან კერძო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადმობირების შესაძლებლობა მცირდება. მან ასევე ისაუბრა მოხელეებისათვის სტაბილურობის გარანტიის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ახალი კანონი არ უზრუნველყოფს სტაბილურობის მექანიზმებს. გოგორიშვილის თქმით, ახალი კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის რეფორმის სტაბილურობისთვის აუცილებელი რეგულაციები გასულია კანონის ფარგლებიდან და ეფუძნება მხოლოდ მთავრობის შესაბამის დადგენილებებს, რაც ზრდის იმის საფრთხეს, რომ სტაბილურობის უზრუნველსაყოფი წესები დამოკიდებულ იქნება მთავრობის წევრების კეთილ ნებაზე. მან ასევე ისაუბრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის, სოციალური გარანტიების და თანამდებობრივი სარგოს გაცემის რეგულაციებზე.

 

ნინო დოლიძემ დადებითად შეაფასა ახალი კანონის მიღება. დოლიძის თქმით, კანონის მთავარი პლიუსი პროფესიული საჯარო სამსახურის მოდელის დანერგვაა, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება კონკურენტულობის პრინციპის დაცვა. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონის ყველაზე დიდი ნაკლი საჯარო სამსახურში მიღების წესია, რომელიც ბევრი პროფესიონალისთვის საჯარო სამსახურს არამიმზიდველ სექტორად ხდის. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ხელმისაწვდომობა, მიღების პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და პოლიტიკური ნეიტრალურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. დოლიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის როლზე საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს რეფორმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. ის მხოლოდ განსაზღვრავს ზოგად პრინციპებს, ღირებულებებსა და მიზნებს, რაც საჯარო სამსახურის რეფორმით უნდა იქნას მიღწეული. ამ მიზნების მიღწევის გზებისა და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა სახელმწიფოს პრეროგატივაა და სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის მოდელით მიიღწევა საჯარო სექტორის ეფექტიანობა. 

 

დისკუსიის მეორე პანელის განხილვა დაეთმო ბიუროკრატიის ზრდის ტენდენციებსა და მისი ეფექტიანობის საკითხებს.

 

თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელმა - ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა ბიუჯეტისა და ბიუროკრატიის ეფექტიანობის ურთიერთკავშირზე. მისი თქმით, საქართველოში არ მოქმედებს პროგრამული ბიუჯეტი, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიუროკრატიის ზრდასა და მმართველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ალაფიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამული ბიუჯეტის სტანდარტების არარსებობას და განაცხადა, რომ აღნიშნული ხარვეზი განსაკუთრებით შესამჩნევია თვითმმართველ ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირების შემთხვევაში. 

 

საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა თბილისის საკრებულოსა და მერიაში გაზრდილი საშტატო ერთეულების და არაეფექტიანი ბიუროკრატიის პრობლემაზე. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოქალაქეების აქტიურობის და პროცესებისადმი ინტერესის ნაკლებობაცაა, რაც საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვას დროში აჭიანურებს.

 

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“-ს დამფუძნებელმა იაგო ხვიჩიამ პატარა მთავრობის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონში შეტანილი პროცედურების გართულება საჯარო სამსახურის რეფორმის ხელის შემშლელი ფაქტორია. მისი თქმით, პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობაა და შესაბამისად, კანონის აღსრულება არ იქნება საგრძნობი თუ არ შეიცვალა პოლიტიკური მიდგომა. ხვიჩიამ განაცხადა, რომ გამოსავალი ბიუროკრატიის შემცირებაშია, რომელზეც დღეს სახელმწიფო შემოსავლების 1/3 იხარჯება.

 

მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა დროსაც ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებს რეპლიკებისა და კითხვების სახით, დისკუსიაში ჩართვის და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ.

 

იხილეთ დისკუსიის მედია გაშუქება.

 

ფოტოალბომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024