საერთაშორისო ფორუმის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები დასკვნითი ნაწილი

სიახლეები 1 თებერვალი 2016

2 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება საერთაშორისო ფორუმის „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“ მეორე, დასკვნითი ნაწილი.


2 თებერვლის ფორუმის ძირითადი განსახილველი თემა იქნება საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიული განვითარება. პირველი პანელი, რომელსაც მოდერატორობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა გაუწევს, დაეთმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის შეფასებას, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

 

პანელში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ალექსი ალექსიშვილი - პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • იოხენ ციმერმანი - ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი; იაროსლავა ბაბიჩი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა;
  • ანდრეი ილარიონოვი - CATO Institute; უფროსი მკვლევარი; მიხეილ დუნდუა - საზოგადოება 2030-ს წევრი, ეკონომისტი;


მეორე პანელში დისკუსია წარიმართება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის განვითარების საკითხების შესახებ. ფორუმის მეორე ნაწილის მოდერატორი IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი იქნება, ხოლო მოხსენებებს გააკეთებენ:

  • ნილს სკოტი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში;
  • გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე;
  • ლინკოლნ მიტჩელი - ექსპერტი საქართველოს საკითხებში
  • მაიკლ ჩეჩირე - საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი.


ფორუმი, რომელსაც IDFI ორგანიზატორობას ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უწევს, პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“ დასკვნითი ღონისძიებაა.


ფორუმი, რომელიც 1 თებერვალს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, ორ ძირითად თემას მოიცავდა:

  • საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებები
  • საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები

 

ფორუმი ღიაა დასწრების მსურველთათვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024